ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ვახტანგ გომელაური: შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა

2020 წელი, მოგეხსენებათ, რთული წელი იყო. ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.

„ქვეყანაში სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, რჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში  მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კლეფედრონი” აღმოაჩინეს. უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში,  ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა.წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.„დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ბოლო სიახლეები