სამშაბათი, ივლისი 1, 2025

ვატო შაქარიშვილი: რუსული კანონი, რუსული ფრენები, რუსული ქორწილი კი არა, რუსული ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში

კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი რუბლის ჩარიცხვას ეხმაურება.

შაქარიშვილის თქმით, 19 მაისს, ხოშტარია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდა, რამდენიმე დღეში კი სწორედ რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიიღო თანხა, რაც ფარისევლობაზე მეტყველებს.

“19 მაისს განახლდა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. ვნახეთ ლяკა ამ ამბით აღშფოთებული და ეროვნულ-თავმოყვარეობა შელახული, როგორ ცდილობდა აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეღწევას, რომ რუსული თვითმფრინავის ბორბალი არ შეხებოდა ქართულ მიწას. სამ დღეში, 22 მაისს იმავე ლяკას რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მორიგი ტრანში ჩაერიცხა, მსუყე თანხა 2.5 მლნ რუბლი!
რუსული კანონი, რუსული ფრენები, რუსული ქორწილი კი არა, რუსული ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში! ამ დროს რა ხდება, აღარ არის ოკუპირებული 20%?! ანწუხელიძე გავიწყდებათ?! ოთხოზორია?! გამყოფი ხაზი…?! ფარისევლები და აფერისტები ხართ მეტი არაფერი! ფარისევლობა მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ არა მარტო ჩვენთან! სახელმწიფო დეპარტამენტი რას ამბობს? სანქციებს არ განიხილავს?! ზელენსკიმ “აირზენა” რომ შეიყვანა სანქცირებული კომპანიების სიაში და ლяკას წითელი ხალიჩით ხვდება კიევში, ეს რას გვეუბნება?! არ გვინდა ნუ დაასანქცირებთ, ჩვენ მივხედავთ, დიდი ხანია ამათაც და მათ პატრონებსაც ქართველმა ხალხმა უკვე დაადო მთავარი სანქცია!” – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბიძინა,უბრალოა სუფრასთან და გულწრფელი ემოციით-ემოციური იყო როცა მის თვალზე ცრემლები ვნახე, “ქართული ხმების ნამღერზე, არ ველოდი…ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად...

გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "გზის" არქივიდანბიძინა,უბრალოა სუფრასთან და გულწრფელი ემოციით-ემოციური იყო როცა მის თვალზე ცრემლები ვნახე, "ქართული ხმების ნამღერზე, არ ველოდი...ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ-რას იხსენებს ბესო ბერულაშვილისუფრასთან ბევრჯერ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის... ისეთი ძმაკაცები ჰყავს, სიმღერას ასწავლიდნენ, აბა, რა იქნებოდა?! 30 წელია, "ქართული ხმების" წევრები მისი ძმაკაცები არიან. ერთმა რამემ ნამდვილად გამაკვირვა: ბიძინას მათ ნამღერზე ცრემლი მოადგა თვალზე, ამას არ ველოდი. ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი.ერთხელ ქორწილში, გია ვოლსკისთან მივედი და ვუთხარი, ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივულოცო ნეფე-დედოფალს გაბედნიერება-მეთქი. მას ეგონა, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, ბატონი გია გაბედნიერებას გილოცავთ-მეთქი, არადა, გია ვოლსკის ხმაზე დავიწყე საუბარი... გაოგნებული მიყურებდა-ბესო ბერულაშვილი

კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისის მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია – ილია თოფურია პირველ ადგილზეა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა.ასევე, ნიკა გვარამიას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.დასკვნით სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში იყო დაბარებული

30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – მოჰყავს საელჩოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ციტატა.

სოზარ სუბარი – გახარიამ თქვა, რომ კომისიაზე მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა – მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ძალიან მარტივ კითხვას

გახარია აქ იყო, ჩაიბარა წერილი და შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ არ აპირებდა კომისიაზე არმოსვლას, პირიქით - თქვა, რომ მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა. რაც შეეხება ჩართვის შემთხვევაში ეცდება თუ არა გათიშოს მიკროფონი, გაიქცეს და ა.შ. მგონი, ამის შესაძლებლობა ბევრი არაფერი ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიასთან, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე აქვთ კითხვები, „ვინაიდან, მისი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც შეთანხმებული არავისთან ყოფილა, მილიონი კვადრატული მეტრი ტყეა ოკუპირებული, ხოლო, ოკუპანტი ძალის ხუთი ახალი საგუშაგო ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ პრაქტიკულად, ორი სოფელი მოწყვეტილია ქართულ დასახლებას“.სუბარი მიიჩნევს, რომ გახარიას უნდა მიეცეს ონლაინ ჩართვის და ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.„კითხვაც ბევრი არაფერია: მან თქვა, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწა არ დაკარგულა, დამატებითი ოკუპაცია არ მომხდარა მის მიერ აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ყველასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ ჩამოდის მდინარე, რომელსაც რუსები და ოსები არასდროს გადმოდიოდნენ, დღეს იმ მდინარის აქეთ, მილიონი კვადრატული მეტრი ტყე არის ოკუპირებული, დგას ხუთი ახალი საგუშაგო ამ მდინარის აქეთ და მარტო ეს მილიონი კვადრატული მეტრი კი აღარ არის უკვე ოკუპირებული, ეს საგუშაგოები ისეთ ადგილას განლაგდა, რომ მინიმუმ ორი სოფელი, პრაქტიკულად მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა, რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, ეს რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რაც მან გააკეთა, ეს არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან. ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, ძალიან მარტივია მგონი და წესით, დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ამ ძალიან მარტივ კითხვას.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები