ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

ვარლამ ლიპარტელიანი: 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – ამის შესახებ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა მედიასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე.

„ყველა აქ მყოფი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ერთადერთი გუნდია „ქართული ოცნება“, რომელიც მშვიდობის გარანტია და ამას ხალხიც აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, 26-ში საქართველო იქნება ერთიანი. „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე. ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ევროპაშიც აუცილებლად შევალთ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია - „დიდი ადრონული კოლაიდერი CERN-ში: რატომ და როგორ“ (Large Hadron Collider (LHC) at CERN: Why and How) - გამართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, CERN-ის მეცნიერი ტიციანო კამპორეზი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და პორტუგალიის LIP კვლევითი ინსტიტუტის (Laboratory of Instrumentation and Experimental Particle Physics) უფროსი მკვლევარია.სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ წარუდგინა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას თანამედროვე მეცნიერების უმნიშვნელოვანეს პროცესებში; ამასთან, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნონ ფუნდამენტური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, კვლევით მიმართულებებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებს. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით.„პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია ეხება დიდ ადრონულ კოლაიდერსა და CERN-ის მასშტაბურ კვლევებს, რაც თანამედროვე ფიზიკისა და ზოგადად მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებს, გაიღრმაონ ცოდნა ფუნდამენტურ მეცნიერებებსა და ინჟინერიაში, დაინახონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართულობის შესაძლებლობები და შედეგები და შესაბამისად, თავიანთი პროფესიული მომავალი თანამედროვე კვლევების კონტექსტში განიხილონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა ფუნდამენტური ცოდნის იმ წყაროებთან, რომლებიც მათ კონკურენტუნარიან და წარმატებულ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება”, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჩიხრაძემ აღნიშნა, ტიციანო კამპორეზი აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევებში. მისი წვლილი განსაკუთრებულია CERN-ის CMS ექსპერიმენტის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. მიხეილ ჩიხრაძის თქმით, CERN-ის მეცნიერი ამავდროულად სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტების, განსაკუთრებით კი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაში.დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) შესახებ საჯარო ლექცია პროფესორმა კამპორეზიმ ფიზიკის დარგში იმ განმაპირობებელი ფაქტორებისა და მოტივაციის წარდგენით დაიწყო, რამაც CERN-ის საბჭოს პროექტის დამტკიცება გადააწყვეტინა. მან დეტალურად ისაუბრა დიდი ადრონული კოლაიდერის შექმნის ისტორიის, მისი სამეცნიერო მისიისა და ტექნოლოგიური სირთულეების შესახებ, რაც მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ფუნქციონირებას უკავშირდება. მეცნიერმა ასევე განიხილა ამაჩქარებლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, დეტექტორული სისტემების მუშაობის პრინციპები და ის უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევრებს მატერიის ფუნდამენტური სტრუქტურის, ელემენტარული ნაწილაკების თვისებებისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ ახალი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.ლექციის ფარგლებში პროფესორმა კამპორეზიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროტონ-პროტონული შეჯახებების კვლევისა და ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრასაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში ცდილობს; ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა დამუშავების უახლესი ტექნოლოგიებისა და მრავალეროვნული სამეცნიერო თანამშრომლობის როლზე თანამედროვე ექსპერიმენტულ ფიზიკაში.საჯარო ლექცია პროფესორმა კამპორეზიმ LHC-ის ძირითადი სამეცნიერო შედეგებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვით დაასრულა, რის შემდეგაც სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკითხვებს უპასუხა და მათ კონკრეტული კვლევითი გამოცდილებებიც გაუზიარა.პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და სხვა ცნობილ მეცნიერთა მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია თანამედროვე სამეცნიერო კულტურის განვითარებისთვის, ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობით დაინტერესებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია სტუდენტებისა და მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციისა და უახლესი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექციასაც სწორედ ეს დატვირთვა აქვს. CERN-ი თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კვლევითი ცენტრია, სადაც იქმნება ცოდნა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკის, არამედ ტექნოლოგიების მომავალს და ზოგადად ტექნოლოგიურ პროგრესს. ჩვენთვის მთავარია, რომ სტუდენტებმა პირადად გაიცნონ ის მეცნიერები, რომლებიც გლობალური პროცესების ეპიცენტრში იმყოფებიან. მსგავსი ლექციები ახალგაზრდებს კვლევის ინტერესს უღვივებს, აფართოებს მათ პროფესიულ თვალსაწიერს და აძლევს საერთაშორისო კვლევით პროექტებში რეალურად ჩართვის ძლიერ მოტივაციას“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

სახალხო დამცელის ანგარიში – საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები აქტიურად გამოიყენებოდა, ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის 8 200 შემთხვევას

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასა და ახალი, მზღუდავი რეგულაციების სიმრავლეზე, მათ შორის, შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ 2025 წელს უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. „ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ისევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. საყურადღებოა, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის საფუძველზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების განსაკუთრებული სიმრავლით დასტურდება – 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8 200 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. 2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა. თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა. საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. მოცემულ შემთხვევაში, კომპენსირების მექანიზმად შეიძლება, მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის საქმე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.აღნიშნული საქმის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვის წამებისა და მკვლელობის შესახებ. ასევე, 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები დაარღვია.„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა ბატონი უშანგი სოფრომაძის, ბატონი კახაბერ ხუბულურის და ბატონი გიორგი ანწუხელიძის პატიმრობაში გარდაცვალებით. მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა და გამოძიება) დარღვევა უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, გიორგი ანწუხელიძის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებით“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.ამასთან, სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის. კერძოდ: 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს; 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს; 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს; 40 000 ევრო კი თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვაში მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ასევე გადამდგარია სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობაც.ლიეტუვის მე-20 მთავრობამ 23 ივნისს ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც მინისტრებმა ერთხმად დაამტკიცეს გადადგომის შესახებ რეზოლუცია.„ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს საამაყო. თითოეულმა თქვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობასა და ჩვენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გადავდგეთ თანამდებობიდან და მთავრობის უფლებამოსილებები რესპუბლიკის პრეზიდენტს დავუბრუნოთ“, – განუცხადა რუგინიენემ თავის მინისტრებს.მან უარყო მოსაზრება, თითქოს საკუთარი პარტიის მსხვერპლი გახდა და განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი ნორმალური პოლიტიკური პროცესია.მიმდინარე საპარლამენტო ვადის განმავლობაში, ეს ლიეტუვაში მთავრობის ვადამდელი შეცვლის მეორე შემთხვევაა.

გურამ მაჭარაშვილი – დაპირისპირება და ქვეყნის ღალატი „ნაცმოძრაობის“ ბუნებაა, საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, მათი ქმედებები კრიმინალში რომ არ გადაიზარდოს

პარტიული დემოკრატია, როცა სააკაშვილმა ერთი ტაშის დაკვრით მათივე წესებით არჩეულ პარტიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ გათავისუფლებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, მეორე თავმჯდომარედ ჯერ არ დაუნიშნავს და უკვე აკრიტიკებს.„საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, რომ მათი ქმედებები კრიმინალში არ გადაიზარდოს. სააკაშვილი თავის თავს ხან ნელსონ მანდელას ადარებს, ხან დავით აღმაშენებელს, ხან გიორგი მე-12-ს. საპყრობილეში ასეთი აზრები ადამიანებს მოსდით, რადგან საქმე არაფერი აქვთ. სააკაშვილის მსგავს ადამიანს განდიდების მანია ყოველთვის ექნება. მისი ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს, ვისთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. შემდეგ ამბავი ატყდება, ნანული იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ თინიკო. შემდეგ ისინი ბელადის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. საქართველოს საზოგადოებისთვის ეს შეთავაზება აქვთ? ევროკავშირის ელჩი ამ პარტიაზე ამბობდა, პროევროპული პარტია არისო? კითხვებს უპასუხონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები