დიუსერდოფში გამართული ძიუდოს დიდი სლემის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი გახდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ირლანდიელი ბენჟამინ ფლეჩერი იპონით დამარცხა.
ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 მეტოქე – ყირგიზი ფარუ ბულეკულოვი, ავსტრიელი ლორინ ბოელერი, მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი და ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა გერმანული ტურნირი 2 მედლით დაასრულა.
გათამაშების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი დაეუფლა.