შაბათი, დეკემბერი 28, 2024

ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ვარკეთილში, ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.

ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ზელენსკის მადლობას უხდიან, ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ – სოზარ სუბარი

ზელენსკის არც ერთი სიტყვა უკრაინულად არ უთქვამს მანამდე, სანამ პრეზიდენტი არ გახდა. მთელი მისი მასხარაობა იყო რუსულად, ამიტომ მის მშობლიურ ენაზე ვეტყვი, რომ რასაც ის აკეთებს ეს არის „ვისკაჩკობა“, მის სიტყვას პატივს არავინ სცემ, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „დღის ქრონიკაში“ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. „ზელენსკიმ გაანადგურა უკრაინა და მას და მასთან ერთად იმ ძალებს, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, სურდათ საქართველო ჩაერთოთ ამ ომში. საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ამისთვის მადლობას უხდიან ზელენსკის, რასაც აკეთებს უკრაინაში, გმირად ჰყავთ გამოცხადებული, ბიძინა ივანიშვილს - ასანქცირებენ. ამ შემთხვევაში ნაკლებად სანატრელია ზელენსკის ბედი. ბიძინა ივანიშვილს ისტორია შეაფასებს როგორც ქვეყნის გადამრჩენელს და გმირს, ზელენსკის მოუწევს უკრაინელი ხალხის მიერ გასამართლება “, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.

ნიკოლოზ სამხარაძე ელჩების კონფერენციაზე: დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში

დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით. „საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ასევე, საგარეო ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, დიასპორასთან ურთიერთობებზე. მოკლედ, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა.

კრემლი – ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა

რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა. ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა. „აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

„ერთობის ჯაჭვი“ – აქცია თბილისსა და რეგიონებში

უწყვეტი პროტესტი, რომელიც 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში, დღეს ცოცხალი ჯაჭვით გრძელდება. ამ წუთებში ემზადებიან პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ დასახელებულია შვიდი ხიდი დედაქალაქის მასშტაბით, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მათ შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები. მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართება რეგიონებშიც. „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე და მათ რამდენიმე წუთში ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.

საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:44 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო სიახლეები