ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქართული ოცნება დღეს დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები “ქართულ ოცნებაში” დღეს გაიმართება. პარტიის წევრები შუალედურ არჩევნებსა და ამ არჩევნებზე მათ კანდიდატურაზე პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც საღამოს 18:30-ზე გაიმართება.
ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა.
ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.