პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მისივე თქმით, ფიზიო პროცედურების შედეგად მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. სავარაუდოდ, პატრიარქი ხვალ სამებაში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება სრულ განკურნებას.
სახის სამწვერა ნერვის ანთება უწმინდეს გასულ კვირას დაუდგინდა.