ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მმართველი გუნდის რიგები დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ანა ბუჩუკურმა.
„ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.