ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეუთოსთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ცნებების პოპულარიზაციის აკრძალვა, ასევე, გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებისა და სქესის ნიშნის აკრძალვა. “გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას,” – ნათქვამია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომაზადებულ ანგარიშში.

