პარასკევი, ივნისი 5, 2026

ეტლით ფარიკაობა | ნინა თიბილაშვილმა პიზის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა, საფინალო დაპირისპირება კი პოლონელ კინგა დროჟთან 9:15 დათმო და პიზის მსოფლიო თასზე მეორე ადგილზე გავიდა.

პიზის მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვა – 8 ნოემბერს ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ოქროს მედლის მფლობელი ფახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ვერცხლის მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დაკავება, კოკაინი და ბრაზილიაში გადაყვანა – რა ხდება მიტროპოლიტ ილარიონის საქმეში?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს, რომელიც „თეთრი ნივთიერების“ ფლობისთვის, 24 მაისს ჩეხეთში დააკავეს, სინამდვილეში კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ პოლიციამ ჩეხური ყოველდღიური გამოცემა Denik N-ის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.„სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ამოღებული თეთრი ფხვნილი კოკაინია. საუბარია რამდენიმე გრამზე, რომელიც მანქანაში ვიპოვეთ და ამოვიღეთ“, - აღნიშნა ჩეხეთის პოლიციამ.მიტროპოლიტი ილარიონი, პრაღის მახლობლად, პოლიციაში ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა თეთრი ფხვნილის შემცველი სამი პაკეტი იპოვეს (მიტროპოლიტის პრესსამსახურმა ოთხი პაკეტი დაასახელა - რედ.).დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, ილარიონი გაათავისუფლეს და ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება.2025 წელს, ილარიონი, სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებების გამო, ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელის მოვალეობიდან გაათავისუფლეს და ჩეხეთში, კარლოვი ვარის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში გადააყვანეს. ილარიონმა ეს ბრალდებები უარყო. უნგრეთში ყოფნისას, მან უნგრეთის მოქალაქეობა მიიღო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქ კირილეს ინტერესებს ლობირებდა.როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაკავების შემდეგ მიტროპოლიტი ილარიონი, „ობიექტური გარემოებების გამო“, ჩეხეთში მსახურებას ვეღარ შეძლებს და ამიტომ, მას სამოღვაწეოდ სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში აგზავნიან.„თქვენ დაგეკისრათ მსახურება წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში ქალაქ სანტა-როზაში (ბრაზილია) და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანეს სახელობის ეკლესიაში ქალაქ კამპინა-დას-მისონესში (ბრაზილია), სადაც უნდა იცხოვროთ კიდეც“, - ნათქვამია პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაში.

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ახლა თავად უნდა გაერკვნენ ომის საკითხში, მგონია, ყველაფერი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ახლა თავად უნდა გაერკვნენ ომის საკითხში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპს ჰკითხეს, სურს თუ არა მას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს თავდაპირველად აშშ-ს მონაწილეობის გარეშე შეხვდნენ.„არ მაქვს პრეტენზია. დაე, თავად გაერკვნენ. სწორედ მე მივიყვანე ისინი ამ მდგომარეობამდე, და მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება“, – უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ახლა ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხი გადაწყდება.„ეს არის ომი, რომელიც არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ის არასოდეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება“, – თქვა  ტრამპმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ორგანიზებულად იცავდა – განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას აქცევდნენ და ეპიზოდურად ბურთსაც აკონტროლებდნენ. „ჯვაროსნებს“ კი მეტოქის საჯარიმოში შესვლა და მომენტების შექმნა უჭირდათ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა და ეს სწრაფი შეტევისა და ბურთის გათამაშების შედეგად შეძლო – მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა – 1:0.75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.ბაჰრეინთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ახალ გათამაშებამდე ბოლო რეპეტიცია იყო. ვილი სანიოლის გუნდი 25 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 28-ში – უკრაინას.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის თავდასხმები გარკვეულ ზიანს გვაყენებენ – ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ...

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის დარტყმები რუსეთს „გარკვეულ ზიანს“ აყენებს. ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.მისი პასუხი კითხვას მოყვა, თუ როგორ შეიძლება სტაბილური ეკონომიკური მომავლის გარანტირება და რუსეთში ინვესტორების მოწვევა რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის დარტყმების ფონზე.„ამ თავდასხმებს, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი მოაქვთ. მეტიც, ისინი გარკვეულ ზიანს გვაყენებენ…ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ და ამას გავაკეთებთ…ვადასტურებთ, რომ მშპ-ის ზრდის შეჩერებას და ზოგიერთ სხვა რაღაცას ვაფიქსირებთ, მაგრამ ამ ყველაფერს შეგნებულად ვაკეთებთ რუსული ეკონომიკის, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გასაძლიერებლად. შეგნებულად მივდივართ ეკონომიკის გაყინვისკენ და მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ არც დღეს და არც უახლოეს მომავალში ვერავითარ საფრთხეებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა პუტინმა.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმაზე, თუ რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებებისთვის

დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროცესის დაწყებიდან – ჯერ კიდევ 2024 წლიდან, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არა იმპულსურად და ემოციურად, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.„დასაწყისიდანვე მშობლების შეხედულება იყო, რომ არ დავლოდებოდით მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიგვეღო. მე მაინც ვთვლი და თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით – გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და, საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არა იმპულსური და ემოციური, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებაა, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ თითოეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ბუნებრივია. ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყეთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა: ერთი მხრივ, დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუფრთხილებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს რისკი, ბუნებრივია, მუდმივად პროცესის თანმდევი იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს პროცესი არ შეუჩერებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუდმივად ეცნობოდა წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.„პირველივე ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებდით საქმის კურსში. ჩვენ ურთიერთობების გამწვავების ფონზეც გავაგრძელეთ მუშაობა, პროცესი არ შეგვიწყვეტია, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე რომ ვიმყოფებოდი და მქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვედროდი, იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ მაშინ ინფორმაცია. სწორედ ამ ტიპის სამუშაოებმა შეუწყო ხელი დიდწილად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართული“, – განაცხადა სარჯველაძემ.მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.„რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია, გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა, გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები