ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ეტიბარ ემინოვი – საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.

„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მასტერკლასის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ნაწილაკების ფიზიკისა და ბირთვული კვლევების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობა.სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლის ფარგლებში პირველი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ჩატარდა, რომელშიც შვიდი საჯარო სკოლის 34-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, მოზარდებმა მოისმინეს თემატური ლექციები ნაწილაკების ფიზიკის, დეტექტორების ტექნოლოგიების და მაღალი ენერგიის ფიზიკის ექსპერიმენტების შესახებ, ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებსა და მონაცემთა ანალიზის სამუშაოებში.„CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია. მასტერკლასების ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საფუძვლებს, სწავლობენ დეტექტორების მუშაობის პრინციპებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუშაობენ რეალურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებულია ისეთი უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებიდან, როგორიცაა დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე კვლევები. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთი დღით „მეცნიერის როლში“ აღმოჩნდნენ და თვითონ განახორციელონ მონაცემთა ანალიზი, რაც მათ დახმარებას უწევს კვლევითი აზროვნების განვითარებაში“, - აცხადებს ბესიკ კეკელია.სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას STEM მიმართულებებით. როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო მასტერკლასები ყოველწლიურად ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და მასში ასობით უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ადრეულ ასაკში გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიებს, გაიაზრონ კვლევის კულტურა და დაინახონ, როგორ მუშაობენ საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მონაწილეობა CERN/IPPOG-ის საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გავაცნოთ თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების გარემო და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში იქმნება. მასტერკლასები აფართოებს ინტელექტუალურ სივრცეს, ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემთა ანალიზს და გუნდურ მუშაობას. სწორედ ასეთი გამოცდილებაა საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ჩამოყალიბდნენ ახალი თაობის მეცნიერები, ინჟინრები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის სამეცნიერო განვითარებასა და ინოვაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებში. CERN/IPPOG-ის მასტერკლასების ორგანიზება ემსახურება სწორედ ამ მიზნებს: ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობას, ცოდნის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას გლობალურ კვლევით სივრცეში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, მასტერკლასის ფარგლებში, CERN-იდან ონლაინ ჩართვით სამყაროს წარმოშობის შესახებ ლექცია წაიკითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერმა იური ბაღათურიამ. მოსწავლეებს თეორიული ლექციები ასევე წაუკითხეს სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებმა - ბესიკ კეკელიამ და ნიკო ცუცქირიძემ. ლექციების შემდეგ გაიმართა პრაქტიკული სესია, რომლის დროსაც მონაწილეებმა CMS დეტექტორის რეალური მონაცემები გაანალიზეს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ტუტორობას უწევდნენ ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები - გიორგი ბოხოჩაძე და ელა აბრამოვი.ცნობისთვის: KIU-ის პარალელურად, საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი ერთდროულად ჩატარდა ილდიზის ტექნიკურ (სტამბოლი, თურქეთი) და ბეჟაიას (ალჟირი) უნივერსიტეტებში, ასევე რუჯერ ბოშკოვიჩის ინსტიტუტში (ზაგრები, ხორვატია).

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს, დიპლომატიას შანსს თუ მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია

ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთი არ დარჩება გულგრილი რეგიონში მიმდინარე კრიზისების მიმართ და მეგობრებს არ მიატოვებს.„ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე გაფართოვდება და რეგიონს სრულად ცეცხლის ალში არ გაახვევს. დიპლომატიას შანსს თუ მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.ერდოღანის თქმით, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ფრთხილად მოქმედებს, რათა დაიცვას ქვეყანა გარშემო არსებული „ცეცხლისგან“.

გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება და გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება

წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, ეს გეწყინება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ყულევის ნავთობტერმინალის ევროკავშირის სასანქციო პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ საქართველოს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით დარღვევა არ ჰქონდა.„გვახსოვს, 2 წლის წინ შავი ხვრელების კამპანია რომ დაიწყეს ე.წ. „ნაცმოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა, რომ შავი ხვრელებია ხალხო, ჩამოდით საქართველოში, დაბომბეთ, ომი დაიწყეთ და ჩამოაგდეთ ხელისუფლებაო. აღმოჩნდა, რომ, ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ არაფერი ჰქონდა საქართველოს დარღვევა საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. პირიქით, თქვეს, რომ საქართველო იყო პირნათელი ამ სანქციების შესრულების თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ჯორჯია მელონი – ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა განაცხადა.სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება“.მელონის თქმით, „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.„იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა“, – განაცხადა მელონმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ბოლო სიახლეები