კვირა, მაისი 4, 2025

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს – კვლევა

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ ირკვევა საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევიდან.უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 2024 წელს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორის შემოსავლებმა 22.7 მლრდ ლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიის მიხედვით, გაყიდვების 50% დედაქალაქზე - თბილისზე, ხოლო 50% რეგიონებზე მოდიოდა.რაც შეეხება გაყიდულ პროდუქციას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორის შემოსავლების ძირითადი წილი 67% საკვებზე მოდიოდა; 14% - სასმელზე; მარკეტების შემოსავლების 7% მიღებულია თამბაქოს გაყიდვებით, რაც 1.589 მლრდ ლარი გამოდის; 6% - 6% კი თანაბრად საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებზე ნაწილდებოდა.წყარო: bpn.ge

რუსეთისა და უკრაინის შერიგება „გარდაუვალია“ და „ეს დროის საკითხია“-ვლადიმერ პუტინი

რუსეთისა და უკრაინის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთ-უკრაინის შერიგების საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოინგრა კორპუსში იატაკი, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

თურქეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა

თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სეტყვა ნიგვზის სიდიდის იყო და ფოტოკადრებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, რეგიონში უამინდობა და ძლიერი წვიმა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.ძლიერი სეტყვის ამსახველი ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ჯეი დი ვენსი – როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ

როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მიმართ არსებულ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით.ნეოკონსერვატორმა ბილ კრისტოლმა სოციალურ ქსელში ჯეი დი ვენსი მონიშნა და ჰკითხა, რას ფიქრობდა წმინდა მამის ასეთი უპატივცემულობით და დაცინვით.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. ამის გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ.

ბოლო სიახლეები