შაბათი, აპრილი 5, 2025

“ეს ორი პროდუქტი კიბოს წინააღმდეგ ბუნებრივი ფარია!“ – რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე?

ნიორი და ხახვი არა მხოლოდ არომატული ინგრედიენტებია, არამედ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიც – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ მეტი ხახვი და ნიორი!

🧅ნიორი და ხახვი არა მხოლოდ არომატული ინგრედიენტებია, არამედ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიც. აქ არის 5 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გახდეს ეს პროდუქტები თქვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი! 👇

1️⃣ ნიორი და ხახვი – კიბოს წინააღმდეგ ბუნებრივი ფარი 🎗️ნიორი და ხახვი შეიცავს გოგირდოვან ნაერთებს და ფლავონოიდებს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათი რეგულარული მოხმარება შესაძლოა 60%-ით შეამციროს ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკი.

2️⃣ ძლიერი დაცვა ვირუსებისა და ინფექციებისგან 🦠ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს გაციების და გრიპის სწრაფად მკურნალობას 🤧. ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდი? – პირველივე სიმპტომების დროს ერთი კბილი ნიორის მიღება! 🧄 ასევე, ცხელი ხახვის სუპი შესანიშნავი დამატებითი საშუალებაა.

3️⃣ ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალება 🛡️ნიორი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით. ის კლავს მავნე მიკრობებს, ნაწლავურ პარაზიტებს და სოკოვან ინფექციებს. ხახვიც იგივე ეფექტს იძლევა, განსაკუთრებით ბაქტერიების და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისას.

4️⃣ ნიორი და ხახვი ქოლესტერინის გასაკონტროლებლად 🫀კვლევების მიხედვით, ნიორი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის (LDL) შემცირებას და კარგი ქოლესტერინის (HDL) მატებას. ხახვიც ამ ეფექტს ავლენს, განსაკუთრებით, თუ ნედლად მიირთმევთ (მაგალითად, სალათებში ან სენდვიჩებში).

5️⃣ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ❤️ნიორი ამცირებს არტერიულ წნევას, ხოლო ხახვი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რაც ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.

🏠 როგორ მოვამზადოთ ნიორის ზეთი ყურის ტკივილის სამკურნალოდ?

ინგრედიენტები:

✅ 1 კბილი ნიორი 🧄

✅ 2-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 🫒✅ პატარა მინის ბოთლი

✅ ბამბის ტამპონიმომზადება:

1️⃣ დაჭყლიტეთ ნიორი და მოათავსეთ ქვაბში ზეითუნის ზეთთან ერთად.

2️⃣ დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ (არ უნდა ადუღდეს).

  „არსებობს საშინელი მძიმე მეტალებით შეღებილი თეთრეულიც კი, ტანსაცმელში 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს ხელოვნური მასალა“ – რით ვიმოსებით?

3️⃣ გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლში.გამოყენება:

🩺 დაზარალებული ყური ზემოთ უნდა იყოს მიმართული.

🩺 ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თბილი ნიორის ზეთი და ნაზად ჩადეთ ბამბის ტამპონი, რომ ზეთი არ გადმოვიდეს.

🩺 გაიჩერეთ 10-15 წუთი.„ნიორი და ხახვი არამარტო გასაოცარი ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, არამედ ძლიერი ანტიოქსიდანტებიც. მათი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას და ზოგადად ორგანიზმის გაჯანსაღებას!“ – წერს გიორგი ფხაკაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე – მედია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნები წელიწადში იმდენ საბრძოლო მასალას აწარმოებენ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში."ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით თავდაცვით პროდუქტებს. მთელი წლის განმავლობაში, იმდენ საბრძოლო მასალას ვაწარმოებთ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში. რუსეთის ეკონომიკა NATO-ს ეკონომიკის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. შედარებისთვის, NATO-ს მთლიანი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 20-ჯერ დიდია, თუმცა რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე მთლიანად ნატო ერთ წელიწადში“, - აღნიშნა მარკ რუტემ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში

მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე – მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, საფრანგეთის ლიდერი მზად იქნება ეს როლი იკისროს, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგება, თუმცა წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა.როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაკრონს ამ ნაბიჯისკენ „მსურველთა კოალიციის“ სხვა წევრები უბიძგებენ და მიუთითებენ იმაზე, რომ ის ადრე მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა ვლადიმირ პუტინთან.ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მოსკოვთან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს.მარტში მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად იქნება პუტინთან დიალოგი განაახლოს, როდესაც ევროპაც და უკრაინაც გადაწყვეტენ, რომ ამისთვის დრო მოვიდა.

დონალდ ტრამპი – ტარიფებთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება, ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდე მეტად, ვიდრე ოდესმე

ტტრატრატარიფებთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.„მივმართავ ბევრ ინვესტორს, რომლებიც შემოდიან შეერთებულ შტატებში და დებენ უზარმაზარ თანხებს, ჩემი პოლიტიკა არასოდეს შეიცვლება. ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი. 

ირაკლი კობახიძე – სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში მცდელობა, 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს

სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში მცდელობა. ამ მცდელობასაც ვერ ექნება ვერავითარი შედეგი, მაგრამ თავისთავად ეს იმსახურებს უკვე ძალიან ღრმა შეშფოთებას, ეს არის ტრაგიკული მოვლენა არა იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა მიმართაც სანქციები მოქმედებს, არამედ იმ ქვეყნებისა და სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთი საქმით არიან დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს.„ბოლო ასეთი შემთხვევა ჩვენ გვქონდა დიდი ბრიტანეთთან, როგორც მოგეხსენებათ, ისინი შეეხნენ ორ მოსამართლეს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა. კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო ჯონ ლოკი, ცნობილი ინგლისელი მოაზროვნე, განმანათლებელი და ის იყო ერთ-ერთი, ვინც საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ აზროვნებას ინგლისში და, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთშიც. ჯონ ლოკის ქვეყანაში დღეს გვეუბნებიან, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კონკრეტული მოსამართლეები გარეული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში. არავითარი კონკრეტიკა, და ამას რომ თავი დავანებოთ, საუბარია გონივრულ ეჭვზე. უხეშად რომ ვთქვათ, ჯონ ლოკი ალბათ საფლავში იტრიალებს, როდესაც ასეთ რამეს ხედავს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან. სანქციები პრაქტიკულად თავისი არსით უთანაბრდება სისხლისსამართლებრივ სასჯელს ანუ შეზღუდვების ხარისხი არის იმდენად მაღალი, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, გაუთანაბრდება ეს სანქციები სისხლის სამართლებრივ სასჯელს. თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რა სტანდარტი მოქმედებს ასეთი ტიპის სანქციების შეფარდების დროს და გვეუბნებიან, რომ გონივრული ეჭვი ყოფილა საკმარისი, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე საუბარი კორუფციულ გარიგებებზე ყოფილა საკმარისი, რათა ასეთ ტიპის სანქციები დააწესოს უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ ქართველი მოსამართლეების მიმართ. მართლა ტრაგიკულია, სხვა შეფასებას ეს ყველაფერი არ იმსახურებს.მანამდე იყო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის სანქციები, სავიზო შეზღუდვები, ესეც არის თომას ჯეფერსონის ქვეყანა და ნამდვილად ტრაგიკულია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყანაში გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს და მოგვიანებით გეუბნებიან, რომ არ აქვთ არავითარი მტკიცებულებები. ღია წყაროებიდან, პრესიდან, ტელევიზიებიდან მიიღეს ინფორმაცია გარკვეულ სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით, ესეც ტრაგიკულია, სხვა სახელი არ შეიძლება ამას დაერქვას. ჯეფერსონის ქვეყანაში, არ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. ეს არის პირდაპირ, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური ჩარევის მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. ამის გარანტი არის ხელისუფლება, ამის გარანტი ხართ თქვენ, მოსამართლეები და ამ ყველაფერში ჩვენი, როგორც აღმასრულებელი მხრიდან, ასევე შემიძლია გადმოგცეთ საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციაც, თითოეული შტოს დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაფიო. ჩვენ ვერ დავუშვებთ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ვერავითარ შეზღუდვას. ესენი არიან ის ძალები, იგივე ძალა, რომელიც თავის დროზე იწონებდა იმ მანკიერებას, რომელიც პოლიტიკური კონტროლის სახით მოქმედება 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანაში. რასაც იწონებდნენ ისინი მანამდე, იმის საპირისპიროს იწუნებენ დღევანდელ დღეს, როდესაც სასამართლო არის დამოუკიდებელი და სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს ჯანსაღი ფორმით. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს. თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ამის გარანტი და აუცილებლად ვიქნებით ამის გარანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი… – ამინდის პროგნოზი 7 აპრილამდე

5-7 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ბოლო სიახლეები