ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია-ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მოულოცა

ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია“.

მასკმა ეს სიტყვები Capital One Arena-ზე წარმოთქვა, სადაც მოგვიანებით დონალდ ტრამპიც მივა და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო ჩანგალი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე. არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა. მე უბრალოდ მინდა, გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები“, – განაცხადა ილონ მასკმა.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

როგორ ვრცელდება დენგეს ვირუსი. ამის შესახებ პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.„დენგე ძალიან უჩვეულო ვირუსია საქართველოსთვის. გარკვეული შიში არსებობს, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენთვის, ვინაიდან მას შეუძლია მაღალი ლეტალობის გამოვლენა. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მაისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია 996 000 შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა წინა წელთან შედარებით 64% ნაკლებია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 0,02% შეადგენს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.ივანე ჩხაიძის შეფასებით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არის ინფორმირებულობა და სიფრთხილე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.„რაც შეეხება ეპიდაფეთქებაზე საუბარს ეს არასწორია, ვინაიდან ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, შესაბამისად, იოლი გავრცელება ამ ინფექციის მოსალოდნელი არ არის. ასე, რომ დიდი სანერვიულო და საგანგაშო არ არის, თუმცა, უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ამ ახალი ვირუსის არსებობის შესახებ“, – განაცხადა პროფესორმა.

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები…“ – ცოტნე ანანიძე

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები...“, - ამის შესახებ  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება უარყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.„მიყვარს ინფლაცია“, – განაცხადა ტრამპმა სტატისტიკის ბიუროს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.როგორც „სიენენი“ წერს, მაისში წლიური ინფლაცია 4.2%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა.„ჩვენ მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ერთ ღამეში 22 გემი გავანადგურეთ, რადგან მათი რადარი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა.მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი.4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმება, ჯამში, 22 პირს გაუფორმდა და ეტაპობრივად, 22-ვე პატიმრობიდან გათავისუფლდა. კერძოდ, რვა პირი გუშინ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, კიდევ რვა დაკავებული რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს, ექვსი კი – ცოტა ხნის წინ.

ირანის ელჩი: მსოფლიო წესრიგი ზეწოლით აღარ იმართება…არავის აქვს უფლება სხვა ქვეყნებს უკარნახოს, ვისთან ითანამშრომლონ-სახელმწიფოებმა პარტნიორები თავად უნდა აირჩიონ

,,როდესაც რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ცდილობენ განსაჯონ ან განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ააწყონ სხვა ქვეყნებმა თავიანთი ურთიერთობები და თანამშრომლობა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი საერთაშორისო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას შორის? დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება და ხალხთა უფლების პატივისცემა, თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძალაა. გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ჩინეთთან. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებაში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს. ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს და არა პოლიტიკურ ზეწოლას. ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფა არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, არამედ ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ კრიზისებს. დღევანდელი მსოფლიო აღარ არის წარსული საუკუნეების მსოფლიო. ხალხებს უფრო მეტი ცნობიერება აქვთ, ისინი უფრო დამოუკიდებლები და საკუთარი არჩევანის უფლების მქონენი არიან. წარმატებული საგარეო პოლიტიკა ემყარება პატივისცემას, დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს და არა ზეწოლას, მუქარასა და საკუთარი ნების სხვებისთვის თავსმოხვევას. მხოლოდ ყველა ერის სიცოცხლის, განვითარების და დამოუკიდებლობის უფლების პატივისცემით არის შესაძლებელი უფრო უსაფრთხო, სტაბილური და სამართლიანი მსოფლიოს შექმნა-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი წერს.

ბოლო სიახლეები