ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

ეს დღე გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების კონსოლიდაცია – ირაკლი ჩიქოვანი

ეს ველი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, დიდგორის ველზე მიმდინარე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია.

„დიდგორის ბრძოლა, ნებისმიერი ძლევამოსილის ახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა. ეს იყოს საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო წარმატება, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას დაუდო საფუძველი. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული. დიდგორის ბრძოლა ძლევაი საკვირველის მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო. დღევანდელი დღე პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად სიმამაცესა და შეუპოვარ ბრძოლასთან ერთად დიდი გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. ჩვენს მებრძოლებს აბჯრად აქვთ ეს დიდი ისტორია. დღეს, ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია – სწორი პოლიტიკა და სტრატეგია, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, განაცხადა ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თემურ წიკლაური 80 წლის გახდებოდა

22 იანვარი, ქართველი საესტრადო მომღერლის და მსახიობის, ანსამბლ „ივერიის“ წევრის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა, იგი დღეს 80 წლის გახდებოდა.მომღერლის სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ერთ-ერთ უსახელო სკვერს თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა.თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, სადაც 2021 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა.

კახა კალაძე – ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპილატეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი – ამბობენ, რომ საშინელი დიქტატორული ტიპის პიროვნება ვარ, მე ვარ „დიქტატორი“, მაგრამ ზოგჯერ დიქტატორი საჭიროა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მისი გამოსვლა დადებითად შეაფასეს.„შესანიშნავი შეფასებები მივიღეთ. არ მჯერა. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ საშინელი დიქტატორული ტიპის პიროვნება ვარ. მე ვარ „დიქტატორი“, მაგრამ ზოგჯერ დიქტატორი საჭიროა“, – აღნიშნა ტრამპმა.

კახა ბექაური – მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მედიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევაა, რაც მაყურებელს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებებით მაუწყებლებს დაევალათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც ევალებოდათ, თუმცა ვინაიდან ეს არ იყო საკმარისი, საჭირო გახდა კანონით დარეგულირება.კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მაყურებელს ჯეროვანი სიზუსტით მიაწოდოს, ასევე უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა და ფაქტი და მოსაზრება მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისგან.მისივე თქმით, ცვლილებები ასევე ავალდებულებს მაუწყებელს, რომ პირს, რომლის მიმართაც პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება მისცეს.„ნებისმიერმა ჟურნალისტმა ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე იცის, რომ ფაქტი არ უნდა დაამახინჯოს, იცის, რომ მიუკერძოებლად და სამართლიანად უნდა გააშუქოს ნებისმიერი მოვლენა და ასევე თუ საკითხი ეხება ადამიანს, იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის უფლება. ეს საკითხები, რომელიც რეგულირებაში გადავიდა 9 თვის წინ, ეს საკითხები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დიდი ხანი იყო, 2009 წლიდან სავალდებულო იყო მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის მისი დაცვა, თუმცა მისი დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება ხდებოდა თვითრეგულირების ორგანოში, რაც არ იყო ეფექტიანი. ამიტომაც ჩვენ, ბრიტანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგის მიხედვით, ევროპის აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ამასთან, როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, ტელევიზიების ბოლო ხუთი წლის ჯარიმების რაოდენობა ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა.მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „იმედს“ ექვსი წერილობითი გაფრთხილება და ხუთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა; ტელეკომპანია „პირველს“ ექვსი გაფრთხილება და ერთი ფინანსური ჯარიმა ჰქონდა; „მთავარ არხს“ ექვსი გაფრთხილება და ხუთი ჯარიმა დაეკისრა, „რუსთავი 2“-მა კი ოთხი გაფრთხილება და ოთხი ჯარიმა მიიღო; „ფორმულას“ რვა წერილობითი გაფრთხილება და ორი ფინანსური ჯარიმა უფიქსირდება; „პოსტივის“ კი ორი გაფრთხილება აქვს.„ეს კანონი სრულად ევროპულია და ზუსტად ბრიტანული კანონის ანალოგია. კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, სამი საჩივარი მიმდინარეა. ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც ცხრა თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით“, – განაცხადა ბექაურმა.მისივე თქმით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

ვლადიმერ პუტინი – შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული

შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული“, - განაცხადა პუტინმა.პუტინის ცნობით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს.

ბოლო სიახლეები