ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“.
„ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.