ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მიმინოშვილის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი ცვლილებები ეხება ზოგად უნარებს და მცირედი ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასების სქემაში, თუმცა ამას ცვლილებას არც დავარქმევდი. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, აქ შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს საგამოცდო ცენტრების თვალსაზრისით და ამაზე უფრო დეტალურად აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყების წინ ვისაუბრებთ“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.