საფრანგეთის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი, მარინ ლე პენი მოუწოდებს მოსახლეობას, დაეხმაროს მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებაში.
“გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, საფრანგეთი საკუთარ გზაზე დააბრუნოს და ამისთვის ჩვენ უნდა გავერთიანდეთ” – ამბობს მარინ ლე პენი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას მარინ ლე პენი მიესალმება.