ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ეროვნული ბანკი – 2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.

„აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.

რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა  6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.

„წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის“...

"ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს ამ გამოწვევებს უპასუხოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს."რას ნიშნავს ინტერესი, სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ზუსტად იგივე ამოცანები, რაც საქართველოს აქვს. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ცალკე არის კიდევ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ვხედავთ დღეს სომხეთის პოლიტიკას. ჩვენი ადგილობრივი უცხო ქვეყნების დროშების მოფრიალე ხალხი რომ გვყავს, დააკვირდნენ სომხეთის პოლიტიკას, რომელიც დსთ-ს წევრიც არის და ევროკავშირთანაც ურთიერთობას აძლიერებს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება უნდა, საომარ მოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წარმომადგენლები ირანში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ასე რომ ეს ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს, ამ გამოწვევებს უპასუხოს.რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამ საერთო ინტერესის ნაწილია მათ შორის, სატრანსპორტო დერეფანი, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ხდება შესაძლებელი. პირიქით, რაც უფრო სტაბილური იქნება გარემო რეგიონში, მით უფრო მიმზიდველი იქნება ტრანსპორტირებისთვის და მით უფრო ტვირთიც მოიმატებს. რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ რომ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები