სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ერიკ-ნილს კროსი – სიჩუმე ღალატია, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – საქართველო ზღვარზეა, რომ დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც დღეს ბელარუსია და ეს “რუსკი მირის” გამარჯვება იქნება

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.

“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.

ჩემი კითხვაა – კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ [სიტყვა] “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის.

რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.

ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთი.

და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასბმლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.

საერთოდ არავითარი [პირობების] დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისმა ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…

მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ – გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველებმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.

მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…

საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, – განაცხადა კროსმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები