ორშაბათი, მარტი 31, 2025

ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში დაამარცხა

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა.

  • საქართველოს ნაკრები სომხეთს მერვედ შეხვდა. 4 მოგება საქართველოს ანგარიშზეა, 2 მოგება – სომხეთის, ორიც ფრედ დასრულდა.
  • კაპიტნის სამკლავური პირველად გაიკეთა ოთარ კიტეიშვილმა. ის საქართველოს ნაკრების 26-ე კაპიტანია.
  • გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შასრულა.
  • გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.

დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.

მეზობლების დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთნ ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა.

ოთხ წუთში კი მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.

ტაიმის ბოლოს ბარსეგიანმა სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბურთი კარს ააცილა და საქართელოს ნაკრები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

შესვენების საქართველოს ნაკრებმა მესამეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – 3:0.

საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი – კოდორის ხეობა, რომელიც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა

კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.სუბარის თქმით, კოდორის ხეობა მოღალატეობრივად მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა მტერს.„კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993-1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას – იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით. ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც. შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო“, – მიმართა სოზარ სუბარმა კოდორის ხეობის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ემზარ კვიციანს, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.ამასთან, სოზარ სუბარმა კომისიის სხდომების წინა მოსმენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.„გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი უწოდა ბატალიონ „მონადირის“ გაუქმებას. კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს სიტყვა ღალატის მოერიდა და მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული; მეორე, ბატონმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის! უბრალოდ, მართლა იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, ვინც ვრეკავდით და ვაფრთხილებდით ადგილობრივებს, რომ დროზე დაეტოვებინათ ხეობა, რადგან იყო ძალიან დიდი მსხვერპლის საფრთხე. ამ ფორპოსტის, რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა. ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო.საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს. პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.

ემზარ კვიციანი – პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია...

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ, – ამის შესახებ კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.ამასთან, ემზარ კვიციანმა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, 2006 წელს პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.„შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და, მოკლედ, კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-მეთქი, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემათ ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში. მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას.პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“. სიტყვასიტყვით. მას ბევრად დიდი ინფორმაციები ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად კიდევ გაგრძელდეს კოდორის ხეობის შენარჩუნება რამდენიმე წლით, რომ იქნებ გვეღირსოს ისეთი მთავრობა, რომელსაც ენდომება ბოლოსდაბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა უკვე აფხაზებზე. თან აწყობილი იყო ყველაფერი. ნებისმიერ დროს, როცა გინდა, მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავსვამდი და ვალაპარაკებდი. გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რაც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმაო. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანი – 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი

ეს ყველაფერი იყო კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად საქმის კურსში არ იქნებოდნენ. არ მგონია, გოგავასაც რამე სცოდნოდა ამის შესახებ. არ მგონია, რომელიმე სარდალს რამე სცდოდნოდა, რადგან ეს იყო შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.ემზარ კვიციანის თქმით, ძალიან ბევრი რამ იცის ფაქტებით და ბევრ რამეს აეხდება ფარდა, თუ ამით გამოძიება დაინტერესდება.„კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, 2006 წლის 13 ივნისს ქალაქ სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი. რამე თუ იცით ამის შესახებ? ზღვაში რომ გავიდნენ და ორი საათი იყვნენ იქ. იქიდან რომ დაბრუნდა, ჩამოვიდა საქართველოში და ხელად ორფოლო წამოიწყეს. აი, იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. რვა წელიწადი ვიყავი რუსეთში და ძალიან ბევრი რამ გავიგე, ბევრი რამ ფაქტებით ვიცი და ბევრ რამეს ავხდით კიდევ ფარდას, თუ დაინტერესდება გამოძიება.დააკვირდით, როგორ ამზადებდნენ ჩვენს ტერიტორიებს გასასხვისებლად. ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებად და დამხმარეებად არიან წარმოჩენილი, თუ უნდოდათ, ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში ისეთი რეფორმა არ უნდა ჩაეტარებინათ, რომ სპეციალისტები მოიშორეს, დილეტანტები მოიყვანეს. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება, მე რა ვიცოდი, ცხინვალში, კოდორში რა ხდებოდაო. ამისი თქმა უკვე ტრიბუნალია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ბექა ლილუაშვილი – „ნაცებთან“ გაერთიანება შეუძლებელია, წარმოუდგენლად მიგვაჩნია იმ ხალხთან გაერთიანება, ვისთანაც არანაირი თანხვედრა არ არსებობს

„ნაცებთან“ გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის ძალიან თანმიმდევრული იყო. ეს არის შეუძლებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.ლილუაშვილის თქმით, პარტიას არც მოლოდინი შეუქმნია, არც დაპირება გაუცია და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ჰქონდა აღებული.როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, წარმოუდგენლად მიაჩნიათ იმ ხალხთან გაერთიანება, ვისთანაც არანაირი თანხვედრა არ არსებობს.„ამას ვამბობდით არჩევნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაყალბდებოდა არჩევნები და ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჩვენ „ნაცებთან“ ხელისუფლებაში ყოფნასაც კი არ ვაპირებდით. ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა ქვეყნის ეროვნულ მომავალს შეეხება საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლას, ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ამ ხალხთან კოორდინაცია შესაძლებელია. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ გაერთიანება არის აბსურდი.როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად და პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძის, ღირსეული ადამიანის გვერდით, პოლიტიკურ სივრცეში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დააყენებს მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როგორც პოლიტპატიმრის, ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ეს შეუძლებელს ხდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ერთიანობას. ეს არის ბრძოლა. ჩვენ ასე გვაქვს დაგეგმილი, მივყვევით ამ გეგმას – ბრძოლას რეჟიმის, ივანიშვილის წინააღმდეგ.„ეს ადამიანები თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. ჯერ გაერთიანებაზე ამბობენ რაღაცას, შემდეგ კოორდინაციაზე, მესამე დღეს – 31-32 მარტზე, რაღაც გაუგებარზე. ეს თუ მათი არათანმიმდევრულობის პრობლემაა, მათი პრობლემაა. ჩვენ ამ საკითხში ყოველთვის თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით ვიყავით წარმოდგენილი. თავად გაერთიანდნენ, ვინც ადრე ერთმანეთის გვერდით იბრძოდნენ, ერთად იყვნენ, რაღაცისთვის იბრძონდნენ, გაერთიანდნენ. ხომ ამბობენ, რომ ეს მათი ბრძოლის გზაა. ადგნენ და გაერთიანდნენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბოლო სიახლეები