ერაყში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს სუნთქვის უკმარისობის პრობლემა შეექმნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვიშის ქარიშხალმა ერაყის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მოიცვა, სუნთქვის პრობლემები 1000-ზე მეტმა ადამიანს შეექმნა.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია სქელი ნარინჯისფერი ნისლით დაფარული ადგილები. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რამდენიმე რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გადაიდო ფრენები.
ქვიშის ქარიშხალი ერაყში ხშირი მოვლენაა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ მსგავსი ტიპის ქარიშხლების გახშირება კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.