ორშაბათი, მარტი 3, 2025

ემანუელ მაკრონი – ჩემს კოლეგებს თუ სურთ სვლა უფრო დიდი ავტონომიისა და შეკავების შესაძლებლობებისკენ, მაშინ უნდა გავხსნათ დისკუსია და მზად ვარ, ეს მე გავაკეთო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად. ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეკომპანიასთან RTP-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, თუ ევროპას უნდა უფრო დიდი ავტონომია თავდაცვისა და ბირთვული შეკავების საკითხში, მაშინ მისმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ამის განხილვა.

„ჩემს კოლეგებს თუ სურთ უფრო დიდი ავტონომიისკენ და შეკავების შესაძლებლობებისკენ სვლა, მაშინ ჩვენ უნდა გავხსნათ ეს დისკუსია. ეს არის ღრმად სტრატეგიული საკითხი. ის მოიცავს ძალიან სენსიტიურ და კონფიდენციალურ კომპონენტებს, თუმცა მე მზად ვარ, გავხსნა ეს დისკუსია“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ყოველთვის შეიცავდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ევროპულ განზომილებას.

ამავე ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინია, რომელიც მესამე მსოფლიო ომს თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი.

„თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, მისი სახელი ვლადიმირ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი სამი წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანაული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს კავშირები კიდევ უფრო გაზარდა და ჩართო ჩინეთიც, შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ, ორმაგი დანიშნულების მასალებით. ასე რომ, თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში“, – აღნიშნა მაკრონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდიდან მოიმატებს ტემპერატურა ქვეყანაში – სინოპტიკოსების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში  - ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.„საღამოს თოვა განახლდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოინაცვლებს ხვალ დილამდე. გურიაში ნალექი წვიმის სახით იქნება, სანაპიროზეც წვიმაა მოსალოდნელი, იმერეთში, სამეგრელოში, დაბლობ რაიონებში - თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.კვირის დასაწყისში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დაბლობში -5 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა,  შემდეგ კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, ღამით -1, -4; -1,+4-ის ფარგლებში იქნება. დღის ტემპერატურა მნიშვნელოვნად კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, დაბლობ რაიონებში +15,16 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +10,12 გრადუსი და მაღალმტიან რაიონებში +8-10 გრადუსი.რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს საღამოდან იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მათ შორის, თბილისშიც, იქნება თოვლჭყაპი.მთიან-მაღალმთიან რაიონებში იქნება თოვლი, კახეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება თოვლის სახით, ზოგან უნალექო.შიდა ქართლში (გორი, ხაშური, აგარის ტერიტორია) იქნება თოვლი და დაბალი ტემპერატურა -3, -4 გრადუსი. დღისით +5 გრადუსი.რაც შეეხება გუდაურსა და ბაკურიანს, ხვალ დილამდე თოვაა. ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება, -13,14 გრადუსამდე, მომდევნო კვირის ბოლოს იქაც მოიმატებს ტემპერატურა“, - ამბობს სინოპტიკოსი.

შალვა პაპუაშვილი – ომის ორი წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში პირველი ქვეყანა გამხდარა, თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს

ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა ალბა, თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილმა გაიხსენა საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი.„სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი ლიეტუვის მაშინდელმა ელჩმა 2022 წლის 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს დადო. არ დაიზარა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების კვების პროდუქტები გადაიღო, „ტვიტერზე“ დადო და დაგვამუნათა, გავაჩეროთ რუსეთის ეკონომიკის დახმარებაო. ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა ალბათ თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი“, – წერს პაპუაშვილი.

მაიკ უოლცი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მოისმინოს ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარს და სურს მშვიდობაზე მოლაპარაკებების წარმოება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მოისმინოს უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარ დავას და სურს მშვიდობაზე მოლაპარაკებების წარმოება. ამის შესახებ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მან თქვა, რომ შელაპარაკება ტრამპსა და ზელენსკის შორის აჩვენებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ არის მზად, „ისაუბროს მშვიდობაზე“.„აი, რაშია პრობლემა, დრო არ არის მის მხარეს, დრო არ არის ამ კონფლიქტის, უბრალოდ, მარადიული გაგრძელების მხარეს, ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის უსაზღვრო, მათი საფულეები არ არის უძირო და ჩვენი საბრძოლო მასალების მარაგი არ არის ამოუწურავი“, – აღნიშნა უოლცმა.მისი განცხადებით, ზელენსკის შეეძლო, პარასკევს დაეტოვებინა თეთრი სახლი „აშშ-სა და უკრაინას შორის ეკონომიკური კავშირით მთელი თაობებისთვის“.„ზელენსკიმ მართლაც გაუწია თავის ქვეყანას ნამდვილი დათვური სამსახური, რადგან ვერ მიაღწია დადებით შედეგს პარასკევს და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება ყველაფერი მომავალში“, – დაამატა ტრამპის მრჩეველმა.უოლცმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლში სურთ, მოისმინონ ზელენსკისგან, „რომ ის ნანობს მომხდარს, მზადაა, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას მინერალების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“.„არ მგონია, რომ ეს ბევრია. ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც საუკეთესოა ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, რომ აღდგეს სტაბილურობა“, – განაცხადა მან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რათა ერთად ვცეთ პატივი ქალების ფასდაუდებელ ღვაწლს და დედების უპირობო სიყვარულს. უპირველეს ყოვლისა, გაზაფხულის დღესასწაულები მინდა მივულოცო ღონისძიების მონაწილე დედებს. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების გული და სული. თქვენი ძალა, გამძლეობა და უსაზღვრო სიყვარული აყალიბებს გარშემომყოფთა ცხოვრებას. დღეს აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მოდი, მივიღოთ ერთიანობისა და მხარდაჭერის ეს მომენტი, ვაღიაროთ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ქალი და ბავშვი იგრძნობს თავს დაცულად, დაფასებულად, იგრძნობს სიყვარულს. გმადლობთ ყველას, რომ დღეს აქ ხართ“, - ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „გაზაფხულის დღესასწაულები“, ციკლი დაიწყო.„გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, პირველი ღონისძიება სტუ-ის ქალთა ასოციაციამ საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“ გამართა. სტუდენტი, მოყვარული მსახიობები დამსწრე საზოგადოების წინაშე სპექტაკლით - „ექვსი კი და ერთი არა“ წარდგნენ.სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება. როგორც პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიება მიმართულია უნივერსიტეტის მეცნიერ, პედაგოგ და სტუდენტ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალთა მხარდაჭერისკენ, რაც მათთვის დასამახსოვრებელი და თბილად მოსაგონარია წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს.„ღონისძიებათა ციკლი - გაზაფხულის დღესასწაულები, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დღეებს, როგორიცაა დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მას. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომლითაც პატივს მივაგებთ ქალთა მიღწევებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ვიფიქროთ იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ეს დღეები გვახსენებს გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის. მინდა მივმართო საქართველოს მომავალს, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ - ხვალინდელი დღის იმედი და ოცნებები. თქვენი წარმატება და ახალგაზრდული ხალისი უსაზღვროდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც აღვნიშნავთ დედის დღეს, ასევე, აღვნიშნავთ თქვენი მომავალი ბედნიერების დღეებს, წლებს, იმ პოტენციალს, რომელიც თითოეულ თქვენგანშია. გილოცავთ დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს! წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ნაზი კუციავამ.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, გაზაფხულის დღესასწაულების ფარგლებში, რექტორის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას – არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებას გამოეხმაურა.დეპუტატის თქმით, საქართველოში მოქმედი აგენტოკრატია, მათი „ენჯეო“ სექტორი და მედიის წარმომადგენლები ტერმინ „სამშობლოს“ ებრძოდნენ და ცდილობდნენ მის ამოღებას როგორც საკანონმდებლო ტერმინოლოგიის, ისე ლიტერატურული თუ ყოფითი ენიდან.„ეს იყო მათი პოლიტიკისა და სამყაროსადმი დამოკიდებულებების გამომხატველი, რადგან საქართველოს ისინი არ მიიჩნევდნენ თავის სამშობლოდ“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური აგენტოკრატიისთვის საქართველო წარმოადგენდა ადგილს, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები.სოზარ სუბარის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ტერმინ "სამშობლოს" და სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება. მისი თქმით, მომავალი თაობის აღზრდისას უნდა დაბრუნდეს ცნება, რომ სამშობლოს სიყვარულსა და სამშობლოს მსახურებაზე დიდი ღირებულება არ არსებობს.„პირველ რიგში, მივესალმები ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანას. უმრავლესობის წევრებთან ერთად „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები - ვიქტორ ჯაფარიძე, გურამ მაჭარაშვილი და მეც ვართ ამ ცვლილების ინიციატორები, თუმცა, ჩვენთან ერთად მთელი გუნდი მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას და არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ, არამედ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს სს კოდექსში. მომხსენებელმა, ბატონმა რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ ეს მუხლი რაიმე კონკრეტულ სანქციას არ ითვალისწინებს. ეს არის კრებსითი სახელი მთელი რიგი დანაშაულებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კრებსითობა და სახელდება დაბრუნდეს კოდექსში. ბატონმა რატიმ ბრძანა, ნაციონალური მოძრაობა კანონმდებლობაში "სამშობლოს" ებრძოდაო და ეს მართალია, მაგრამ ეს არ ხდებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე. ბევრი სატელევიზიო ეთერი გვახსოვს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი „ენეჯეოები“ და მათივე მეხოტბე ჟურნალისტები დებატებს მართავდნენ, თუ რამდენად არასწორია ტერმინ სამშობლოს ხსენება, როგორ უნდა ეს ტერმინი გავაქროთ სალაპარაკო და ლიტერატურული ენიდან და არა მხოლოდ საკანონმდებლოდან. ეს მათი პოლიტიკის და სამყაროსადმი დამოკიდებულებების ერთგვარი გამომხატველი იყო, რადგან ისინი არ მიიჩნევდნენ საქართველოს თავიანთ სამშობლოდ. მათთვის ეს იყო ადგილი, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები, რაც ზუსტად მიესადაგება მათ არსს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხლი ბრუნდება, რადგან, როცა ადამიანი გარკვეული ტიპის დანაშაულს ჩადის, ხალხმა ზუსტად იცოდეს რა არის ამ დანაშაულის არსი და ვის წინააღმდეგ არის მიმართული - ეს არის დანაშაულები, რომლებიც მიმართულია სამშობლოს, მისი მომავლის, ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს.ნაციონალურ მოძრაობას ერთგვარი იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ტერმინ სამშობლოსთან, სამშობლოს, როგორც ცნების წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტობაა, მხოლოდ შემდეგ შეგიძლია იყო რაიმე სხვა გაერთიანების პატრიოტი. ამ კუთხით, ამ ტერმინისა და მუხლის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები