საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და შემდეგ მოლდოვას რესპუბლიკის ქალბატონ მაია სანდუს.
ეს ორი საუბარი შეეხო უკრაინაში არსებული ვითარების შეფასებას და საერთაშორისო საზოგადოების პასუხს რუსეთის აგრესიაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ჩვენს პარტნიორებს დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მაკრონმა პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში მომავალი კვირის დასაწყისში შეხვედრაზე მიიწვია.
შეხვედრის შესახებ ემანუელ მაკრონმა Twitter-ზეც დაწერა.
„საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნები არიან, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ მათ, დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზისში ერთიანი ვიქნებით“, – წერს მაკრონი.