კვირა, მარტი 16, 2025

ემანუელ მაკრონი – რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოსკოვს „მკაფიო პასუხისკენ“ მოუწოდა.

„რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ რეაგირებს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წინადადებებზე. ის აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს. პრეზიდენტ პუტინს სურს ყველაფერი მიიღოს და შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკებები. ჩვენი სტრატეგია – მშვიდობა ძალის საშუალებით – ახლა საფრთხეშია. მშვიდობა თუ გვსურს, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გვიპასუხოს და ზეწოლა ცხადი უნდა იყოს, შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა ასევე მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის „პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდობის ინიციატივის აღების სიმამაცისთვის”.

„ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში, რათა ხვალ ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც დაიცავს თავის ქვეყანას და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავცეთ გარანტია ამ მშვიდობაზე“, – განაცხადა მაკრონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის პოზიციის არ სჯერა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი საკითხია, სადაც ოპოზიციის პოზიცია ერთიანი არ არის. 4 ოქტომბრამდე 7 თვე რჩება, არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარი კი, ჯერ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ფედერალისტებმა" თქვეს.მაშინ, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი უარზეა, მეორე ნაწილი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვითარების განმუხტვის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის.მარცხის შიში და დაბალი პოლიტიკური რეიტინგი მმართველი გუნდისთვის ის მთავარი მიზეზებია, რომლის გამოც ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ოპონენტებს ნულოვანი შანსი აქვთ.4 ოქტომბრის არჩევნები "გირჩისთვის" ახალი შანსია, რომ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ადგილი ისევ დაიმკვიდროს, ამიტომ მზადება უკვე დაიწყეს. "გირჩში" იმედოვნებენ, რომ კოლეგა ოპოზიციონერების პრინციპული გადაწყვეტილება დროებითი არ იქნება.ოპოზიციის პოზიციის სიმტკიცეში ეჭვი ეპარება მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ამიტომ უარის თანხმობით შეცვლა სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი არ იქნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. შეიცვლის თუ არა ოპოზიცია პოზიციას, ამის გასარკვევად 7 თვე რჩება.

რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა

UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა.ხუთრაუნდიან ბრძოლაში 36 წლის მებრძოლმა მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.შეხვედრა ძირითადად დგომში მიმდინარეობდა, რომან დოლიძე თითოეულ რაუნდში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და რამდენჯერმე ნოკაუტის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა იტალიელი მის დარტყმებს იტანდა.ეს მებრძოლები ერთმანეთს ორი წლის წინაც შეხვდნენ. მაშინ სამრაუნდიანი დაპირისპირება შედგა და გამარჯვება მსაჯებმა მარვინ ვეტორის მიანიჭეს.შედეგად, რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. შერეულ ორთაბრძოლებში ქართველის ანგარიშზე 15 მოგება და სამი მარცხია. აქამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-12 ადგილზე იყო, ახლა კი, დიდი ალბათობით, განახლებულ რეიტინგში მერვე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

პაატა მანჯგალაძე – ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით, კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისი თქმით, გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენებაა საჭირო.„ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია თავისი ბრენდით, სახელით, პოზიციონირებს, მაგრამ კოორდინაციაში არიან რაღაც საკითხებში ერთმანეთში. არის რაღაც საკითხები, რაშიც შეიძლება, კოორდინაცია არ იყოს. ბევრი საკითხია, მაგალითად საერთო ბრიფინგის ჩატარება, რაღაც საკითხზე ან ერთიანად განცხადების გავრცელება, არიან პარტიები, რომელიც ამას არ ეთანხმებიან. ამიტომ, კოორდინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა. ერთიანობაში ვგულისხმობ, რომ ჩვენ და ისინი, ანუ „ქართული ოცნება“ და ყველა პარტია, რომელიც არის პროქართული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები."მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ს."

„ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას“ – მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთავში ჩატარებულ კრივის საერთაშორისო ასპარეზობას გამოეხმაურა და ქართველ მოკრივეებს მიღწეული შედეგი მიულოცა. "ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას.განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება - მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა", - წერს მიხეი ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები