სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

ემანუელ მაკრონი – მე შევწყვიტე საუბარი პუტინთან ომის დანაშაულების შემდეგ, ჩავთვალე, რომ იმ დროს მისგან ვერაფერს მივიღებდით, ახლა ეს შანსია, ცვლილებაა, რადგან არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია

არსებობს კარგი მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთსნ, დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე არასდროს მივცემ რჩევებს პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გვაქვს მეგობრული და ნდობით აღსავსე დისკუსია. მაგრამ ჩემი გამოცდილება პრეზიდენტ პუტინთან არის შემდეგი: პირველ რიგში, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ დისკუსია კარგია სხვა ლიდერებთან და განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ეთანხმები. მე შევწყვიტე საუბარი პრეზიდენტ პუტინთან ბუჩას და ომის დანაშაულების შემდეგ, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროს მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა ეს შანსია. დიდი ცვლილებაა, რადგან არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ასე რომ, ახალი კონტექსტია. არსებობს კარგი მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, რომ კარგია დისკუსია. ვფიქრობ, სასარგებლოა მოლაპარაკებების გამართვა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისკენ სვლა. მაგრამ ჩემი მთავარი მოსაზრება იყო ის, რომ ჯერ ვეცადოთ, მივიღოთ რამე, რისი შეფასებაც, შემოწმებაც და დადასტურებაც შესაძლებელია. დავრწმუნდეთ, რომ ვაშენებთ საკმარის გარანტიებს მოკლევადიან პერსპექტივაში. და აქ ვართ ჩვენ, მზად ვართ, ჩავერთოთ. რაც შეეხება საფრანგეთს, ჩემი ევროპელი კოლეგების დიდი ნაწილი მზადაა, ჩაერთოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარდაჭერა, რადგან ეს არის უსაფრთხოების გარანტიების სანდოობის ნაწილი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შსს – სამაშველო სამუშაოებში, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული – მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი, ხულიან ბურგოსი „მამარდას“ ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოხდა ის, რაც თვეების წინ, ყველას წარმოუდგენელი ეგონა.„ის, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, რეალობად იქცა. დებატებია დაწყებული თუ ვინ უნდა იყოს, ვალენსიას ძირითადი გოლკიპერი. მეკარე სასწაული, გიორგი მამარდაშვილი, მიწაზე დაეშვა. ბოლო შეხვედრებში, დაუშვა შეცდომები, რომლებიც ადრე მისგან წარმოუდგენელი იყო სევილიასთან, მამარდაშვილის მიერ ბოლო წამზე დაშვებული შეცდომის გამო, ვალენსიამ ორი ქულა დაკარგა. ვილიარეალისა და ატლეტიკოსგან გაშვებული გოლებისას, შეეძლო, მეტი გაეკეთებინა. აშკარა შეცდომების გარდა, სტატისტიკაც მის წინააღმდეგაა და რამდენიმე დღის წინ, ლა ლიგის მეკარეთა შორის, სეივების რაოდენობით ბოლო ადგილს იკავებდა...“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

“საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ მარტო, მით უფრო – ოკუპირებული ქვეყანა” – ანა ბუჩუკური

მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კრიტიკას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩს საკუთარი ფუნქცია ვერ გაურკვევია.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს მარტო."რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკაზე, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ და არ ვიყოთ მარტო, მით უფრო - ოკუპირებული ქვეყანა, მითუმეტეს იმ პირობებში, რაც ხდება რეგიონში", - აცხადებს ანა ბუჩუკური.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირში ერთსულოვნებას მოითხოვს და სამწუხაროა, რომ ეს ერთსულოვნება არ არსებობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც ელჩს ვერ გაურკვევია, რა არის მისი ფუნქცია. მისივე თქმით, ჰერჩინსკის თავი პროკურორი ჰგონია, რომ საქართველოში დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს.

ბოლო სიახლეები