პარასკევი, სექტემბერი 11, 2026

ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ქართველი პიანისტები ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონებში მიიღებენ მონაწილეობას

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, 2023 წლის მარტში, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ცნობილი საკონცერტო ორგანიზაციის-უნგრეთის ფილარმონიის დირექტორატს შეხვდა.

მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, 2024-2025 წლების ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონში ქართველი ნიჭიერი პიანისტები ბუდაპეშტის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში მიიღებენ მონაწილეობას.

ქართველი პიანისტებს თბილისში, მოსმენის შედეგად, სპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელსაც ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილი – საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის ჩართულობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სფეროში SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და სხვა პარტნიორებმა.ლაშა ხუციშვილმა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესისა და პროფესიული ორგანიზაციების როლს რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.ინფომაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ასეთი კომენტარები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 24 საათი კაბინეტში რიგში ედგნენ და მისი სადღეგრძელოთი იწყებდნენ და ამთავრებდნენ სუფრას, ჩემი აზრით, ცოტა არასწორია“ – კახიშვილი...

თუ დამ­ნა­შა­ვეა , აგოს პა­სუ­ხი, რა­საც სა­სა­მარ­თლო მი­უს­ჯის, მო­ი­ხა­დოს, მაგ­რამ რა­საც მე ახლა ვუ­ყუ­რებ, ამას ჰქვია და­მა­ტე­ბი­თი "შპილ­კა­ო­ბა" და არ არის კარ­გი! , - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა კახა კა­ხიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.კახა კა­ხიშ­ვი­ლის თქმით, ყო­ფი­ლი პრე­ი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის თუ რამე ჰქონ­დათ სათ­ქმე­ლი, მა­შინ უნდა ეთ­ქვათ, ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ხოლო ახლა, "რო­დე­საც 10-15 - წლი­ან სას­ჯელ­ზეა სა­უ­ბა­რი, მას­ზე ასე­თი ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი უბ­რა­ლოდ არ ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას სიძ­ლი­ე­რე­ზე“."ადა­მი­ა­ნი არის პა­ტიმ­რო­ბა­ში და რა­საც ჩვენ ვის­მენთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბებს… ის სან­ქცია, რო­მელ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რამ­დე­ნად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­შია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცი­ხე­შია. მით უმე­ტეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა გა­და­ცე­მას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ­სე­ბობს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, უყუ­რებს, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის კო­მენ­ტარს უს­მენს და ასეთ ფონ­ზე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. კა­ტე­გო­რი­უ­ლი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა აქე­თა ფლან­გი­დან, რო­დე­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ხარ და კარგ მან­ქა­ნა­ზე ზი­ხარ, შემ­დეგ კარგ კა­ფე­ში გა­დი­ხარ და კარ­გი ხელ­ფა­სი გაქვს, ხის­ტი შე­ფა­სე­ბა ბევ­რად ად­ვი­ლია, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში ზის. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია პა­ტი­მარ­ზე ან გან­საც­დელ­ში მყოფ ადა­მი­ან­ზე, შენი სიძ­ლი­ე­რე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ უფრო და­უთ­მო, არ აყვე, არ შე­უ­რა­ცხყო, ვი­ნა­ი­დან, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო იმ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, შენ რას ფიქ­რობ იმ ადა­მი­ან­ზე. სიძ­ლი­ე­რე იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ძლი­ე­რი როცა ხარ, სუს­ტი არ და­ჩაგ­რო. თუ ძლი­ე­რი ხარ, ძლი­ე­რად მი­გაჩ­ნია თავი, წადი და შენ­ზე ძლი­ერს ედა­ვე. ამას ყვე­ლას მი­სა­მარ­თით ვამ­ბობ. ზო­გა­დად არ მეს­მის, რო­დე­საც ხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნი ცოტა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დამ­ნა­შა­ვეა თუ არა, როცა ის პა­ტი­მა­რია, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია შენი გუნ­დის წევ­რზე, შენს ყო­ფილ ლი­დერ­ზე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლხინ­ში თუ ჭირ­ში ერ­თად იყა­ვით, სუფ­რებ­ზე ის­ხე­დით, ერ­თმა­ნე­თის სა­დღეგ­რძე­ლო­ებს სვამ­დით და როცა ხე­დავ, რომ ახლა ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­შია, იქი­დან რა­ღაც გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, შენი აზ­რით, ცდი­ლობს, რომ თავი გა­მო­იძ­ვრი­ნოს სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, და­უთ­მე, რა სა­ჭი­როა, იდგე და კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თო მა­შინ, რო­დე­საც სხვა სიბ­რტყე­ში ხარ.თუ რამე გქონ­და სათ­ქმე­ლი , მა­შინ უნდა გეთ­ქვა, სა­ნამ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. ახლა, რო­დე­საც ის ჩა­კე­ტი­ლია და 10-15 - წლი­ან სას­ჯელ­ზეა სა­უ­ბა­რი, ასე­თი ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი უბ­რა­ლოდ არ ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას შენს სიძ­ლი­ე­რე­ზე. არ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც უნდა გა­ა­ტა­რო, როცა შენ ძლი­ე­რი ხარ. თუ თავი გაქვს, როცა პრე­მი­ე­რი იყო, მა­შინ გე­სა­უბ­რა ან რო­დე­საც პა­ტიმ­რო­ბა­ში არ იყო. დღე­საც არ­სე­ბო­ბენ მათ­ზე ძლი­ე­რე­ბი და თუ რამ სა­დაო აქვთ, წა­ვიდ­ნენ და მათ­ზე ძლი­ე­რებს ედა­ვონ, შე­უძ­ლი­ათ? ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წაქ­ცე­უ­ლია და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ გან­ცდებ­შია, იმას გა­და­უ­ა­რო, მარ­ტი­ვია, თუმ­ცა არ ვფიქ­რობ, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რია და ასე შე­იძ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ადა­მი­ა­ნი მარ­თა­ლია თუ დამ­ნა­შა­ვეა. ეს სა­სა­მარ­თლოს და­სად­გე­ნია და ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თი კა­ბი­ნეტ­ში რიგ­ში ედგნენ და მისი სა­დღეგ­რძე­ლო­თი იწყებ­დნენ და ამ­თავ­რებ­დნენ სუფ­რას, ჩემი აზ­რით, ცოტა არას­წო­რია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

ოთარ ფარცხალაძე – რაც არ უნდა შეეცადონ დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ისტორიული სიმართლის მხარეს...

საქართველოს მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობებს არ აჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა მის ყველაზე მძიმე დროს, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ იდგა“.„რაც არ უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით, რომ ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

ვფიქრობთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ დაწესებულ გეგმა-გრაფიკთან.„პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელ გზასა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. დღეს უკვე პირველად საჯაროდ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ და ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის გზის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის თქმით, ტენდერის გამოცხადება იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უკვე შემდეგ ფაზაზე გადასაყვანად. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს მათ შორის, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად სისტემურად უდგება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების განვითარებას.„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით, რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს , რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის, სტუ-ის ყოფილი კანცლერის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და მის კოლეგებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო.ქალბატონ ირინას მრავალწლიანი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პროფესიული მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებდა, სადაც მან თავისი მასშტაბური ადმინისტრაციული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე. ქალბატონი ირინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კანცლერი იყო, ეს პასუხისმგებლობა მას უნივერსიტეტისათვის უმძიმეს პერიოდში დაეკისრა. 1990-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ხანად იქცა. გაჭირვება, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური სირთულეები და ყოველდღიური ყოფის უმძიმესი პირობები უშუალოდ აისახებოდა უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც. ასეთ ვითარებაში უნივერსიტეტის მართვა განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვდა.სწორედ ამ ურთულეს წლებში იდგა ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის სათავეებთან. მისი კანცლერად საქმიანობის პერიოდი იყო უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა.ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩა როგორც პირველი კანცლერი და როგორც ადამიანი, რომელმაც უმძიმეს წლებში საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ირინა ბადაგაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკლისის გამო.უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ბოლო სიახლეები