ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ელისო ბოლქვაძე – ჩემი ქვეყნისთვის მსურს, უამრავი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ, კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია

ჩემი ქვეყნისთვის მსურს, უამრავი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ, კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია, – ამის შესახებ ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ელისო ბოლქვაძე თავის ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოდან შორს მყოფისთვის ბევრად მკვეთრად ჩანს კონტრასტი დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, როცა „ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ქვეყანაში ძალადობა, შიში იყო გამეფებული.

„ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა.

როგორც იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი,საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ.

პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. „ოცნებამ“ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებულება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია.

„ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.

ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელისულებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა!

ეს იყო „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება – დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

„ქართულმა ოცნებამ“ მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები. 12-ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს.

შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს არის უკვე კარგია!

ეს უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა.
საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული. ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა.

მერწმუნეთ, საქართველოდან შორს მყოფისთვის, ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი.

დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მიპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.

საქართველოსთვის უკვე შვიდი წელია, ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა. ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა.

სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით!

მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა.

ქვეყანა კი ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე !!

სააკაშვილმა თავისი მმართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია.

უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთი და იგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა. ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით.

პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა,ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის.

იგი პრინციპულად უარის ამბობს საკუთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მახსოვს, 2011 წელს მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით.

უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები,ასობით გარემონტებული სკოლები,კომპიუტერიზაცია.

ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს „ფონდი ქართუს“ მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე!

როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ფონდი „ქართუს“ უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა ქართუ!!

მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებული თეატრები, ბოტანიკური ბაღები, „ციცინათელაც“, „ბლექსი არენა“, დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც გრავიტაციის და მწვანე ტურიზმის ოაზისად მოგვევლინება.
გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა, ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ, თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური…და ესეც კარგია!

დიახ, სწორედაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები.

ცხოვრებამ თვით უნდა აქციოს ნორმად განვითარების დინამიურობა – ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი რაც ზევით ჩამოვთვალე.

მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე. როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე.

ჩემი ქვეყნისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ – პარტიას, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!“, – წერს ელისო ბოლქვაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად...

მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას.შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.“ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდა ჩემს ოჯახს და მას. როცა ვერიკოს, ბებიაჩემს შვილი გარდაეცვალა, მან მთელი ხატები გაიტანა ოთახიდან, დაკარგა რწმენა. პატრიარქი მოდიოდა და საათობით ესაუბრებოდა ვერიკოს, რომ რწმენისკენ მოებრუნებინა. ბოლოს შეიტანა ხატები ბებიაჩემმა ისევ ოთახში. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მე როგორ შევაწუხებდი, თვითონ მოვიდა, მერე არეკვინებდა და მეუბნებოდა: ნიკუშა, მოდი ჩემთან, რატომ არ მოდიხარ? როგორ განიცდიდა ჩემს ტკივილს, გულწრფელად. ძალიან დიდი ბუნების ადამიანი იყო, ამიტომ იყო დიდი პატრიარქი”, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.მისივე თქმით, ილია II-ის მოღვაწეობა შეუფასებელია.“რა პერიპეტიები არ გავიარეთ, გახსოვთ, როგორ მყარად იდგა ყოველთვის. მისი სახელის მიმართ ყველაზე დიდი პატივისცემა იქნება, რომ ჩვენ თვითონ ვიპოვოთ ჩვენს თავში ახლა ის ძალა და არ დავკარგოთ უფალი და გავძლიერდეთ რწმენაში”, - აღნიშნა შენგელაიამ.მხატვარი ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში დამძიმებულები დადიან და ყველას თვალებში გულწრფელი სიმძიმეა, რადგან ილია II ბევრი ადამიანის ნუგეში და იმედი იყო.“როგორი კეთილშობილი იყო, როგორი მომთმენი, როგორი ბრძენი. მოთმინებით აშენა და დღეს ჩვენ ვუყურებთ რამდენ ეკლესია-მონასტერში აღადგინა ლოცვა. 9 აპრილსაც მოვიდა ჩვენს გადასარჩენად”, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.“იმედი Live”-ის სტუმარმა პატრიარქის ეპისტოლეებიც გაიხსენა, რომლებიც მუდმივად საქართველოს გამთლიანებასა და გაერთიანებას შეეხებოდა.“თუ მართლა გვიყვარს და პატივს ვცემთ უნდა ვიპოვოთ ძალა და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მისი ოცნება იყო - საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება”, - აღნიშნა შენგელაიამ.მხატვარმა უწმინდესთან მის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა.“მაშინ ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო, კითხვასავით დავუსვი, რომ ალბათ გადარჩენისთვის ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ-თქო და ხელი მომიჭირა, საუბარი უჭირდა. დიახ, ის იყო სულიერი მამა”, - ამბობს ნიკუშა შენგელაია.

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა – ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება.„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს - ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი სამძიმრის წერილებს ჩვენი თანამოქალაქეებისგან - სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის და სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისგან. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე მოხდა, მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელთან და ბევრმა მათგანმა დღეს თავი ვალდებულად ჩათვალა, ჩემთვისაც გაეზიარებინათ ის ტკივილი და მწუხარება, რასაც ისინი განიცდიან უწმინდესის გარდაცვალების გამო. მათ შორის განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი მუსლიმები, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ასევე საოცრად თბილი და სიყვარულით აღსავსე სამძიმრის წერილი მომწერა ოსმან მჟავანაძემ, თურქეთელმა ქართველმა, ან როგორც თვითონ ეძახიან თავს - „ჩვენებურმა“. ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ილია მეორის გარდაცვალებით დიდი ეპოქა დასრულდა, თუმცა მეუფე დანიელმა სხვაგვარად თქვა და მეც მინდა მას დავეთანხმო — ილია მეორის ეპოქა არ დასრულებულა. როგორც მეუფე დანიელმა ბრძანა, მისი უწმინდესობის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობა, ეს არის ქართლის მოქცევის საოცარი ეპოქა, პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება და გაგრძელდება მარადისობაში.ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია განუყოფელია და ერთმანეთშია გადაჯაჭვული, ეს ურთიერთობა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ილია მეორემ უდიდესი მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული სახელმწიფოსა ჩამოყალიბებაში და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ არის სფერო, რომელზეც მან წარუშლელი კვალი არ დატოვა.ყველამ კარგად ვიცით, რა რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობის დაწყება ილია მეორეს. მისი უწმინდესობა იხსენებს, როგორ მოხდა მისი ბერად აღკვეცა 1957 წლის 16 აპრილს: „ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა...“ილია II-მ შეძლო ის, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია: მან გააერთიანა ერი. მან დაგვანახა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. დღეს, როცა მის ღვაწლზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ერქმევა „ილია მეორის ეპოქა“. ეს არის ეპოქა სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ღირსების, საკუთარი თავის, საკუთარი მეობისა და იდენტობის პოვნის. მან ეკლესიაში დააბრუნა ახალგაზრდობა, დააბრუნა ინტელექტუალური ელიტა და, რაც მთავარია, დააბრუნა იმედი.ის, რაც მან შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ეპოქა, რომელიც არ დასრულებულა და გაგრძელდება ძალიან დიდხანს, მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. ბუნებრივია, ამის გაკეთება ადვილი არ იყო. ირაკლი ქადაგიშვილ გაიხსენა: როცა სიონში იგალობებოდა საგალობელი, „ღვთივკურთხეული ქართველი ერი, ღმერთმა დალოცოს მრავალი წელი“, იმ პერიოდში ეს იყო პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გამოვლინება და განმტკიცება.ერთი შეხედვით, დღევანდელი გადასახედიდან, თითქოს მცირე ამბავია, მაგრამ იმ დროისთვის ეს სიტყვები რომ იგალობებოდა, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ილია მეორე ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა დარგის მეცნიერებს და ხელოვანებს და ცდილობდა მეცნიერება და სარწმუნოება, ხელოვნება და სარწმუნოება დაეახლოვებინა ერთმანეთთან. მისი ინიციატივით დაიწყო ძველი ქართული საგალობლების გაცოცხლება და ლიტურგიაში დანერგვა. კარგად მახსოვს, რამხელა რეზონანსი ჰქონდა, როდესაც ანჩისხატში შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მივიწყებული ძველი ქართული საგალობლების აღდგენა და გალობა. ბევრი ადამიანი სწორედ ამ გალობის მოსასმენად მიდიოდა ტაძარში და ასე იწყებდნენ ურთიერთობას და დაახლოებას ეკლესიასთან. გალობის პარალელურად დაიწყო ქართული ხატწერისა და ფრესკის აღორძინება, ასევე უკვე დაკარგული და მივიწყებული ქართული მინანქრის აღდგენა-აღორძინება და მრავალი ახალგაზრდა ხელოვანის ჩართვა ამ სფეროში. მახსოვს, იქნებოდა ალბათ 1987 წელი, როცა პატრიარქი შეგვხვდა სტუდენტებს და მოგვიწოდა, ყველას გვეთარგმნა სახარების რამდენიმე მუხლი ახალქართულად და ამით შეგვექმნა სახარება თანამედროვე ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ასე ახალი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ მისი უწმინდესობის მიზანი იყო, ახალგაზრდებს დაგვეწყო სახარების კითხვა და დავაახლოვებოდით ეკლესიას. ასე, თანდათან ხდებოდა ჩამოყალიბება იმ მდგომარეობის, რასაც დღეს ქრისტიან ქართულ საზოგადოებად ვიცნობთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.მისი თქმით, როცა ილია მეორის ეპოქაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთობის ის უნიკალური მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და რომლის შემოქმედი მისი უწმინდესობა გახლდათ. „ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ერთის მხრივ, ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობაზე, მაგრამ, ამასთანავე სრულ ურთიერთპატივისცემასა და კოორდინაციაზე. ურთიერთობის ეს მოდელი უნიკალურია არა მხოლოდ თანამედროვე სამყაროში, არამედ ისტორიულადაც არა აქვს ბევრი ანალოგი“, - დასძინა სუბარმა.

სიონის ტაძრის დეკანოზი აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაიკრძალება

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი აცხადებს, რომ ტაძარში მიმდინარეობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავის მომზადება და პატრიარქი ჩრდილოეთის კართან, კანკელთან დაიკრძალება.„როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს გახლავთ სიონის ტაძრის შესასვლელთან, ჩრდილოეთ მხარე, კანკელთან. ეს არის ჩრდილოეთ კართან განთავსებული ადგილი, სადაც მისი უწმინდესობის საფლავი მომზადდება. მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ტაძრით დაიწყო მოღვაწეობა, როგორც პატრიარქმა, 1977 წლიდან. მის მოღვაწეობას მისმა უწმინდესობამ უწოდა მზიანი ღამე. რვა პატრიარქი არის დაკრძალული ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე სიონის საპატრიარქო ტაძარში.საოცარი ამბავი ის არის, რომ მისი უწმინდესობის გარდაცვალებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გააერთიანა. მქონდა საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არიან, სამწუხაროდ, კრიტიკული აზრის მოტრფიალეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინიც განიცდიან ამ უდიდესი პიროვნების გარდაცვალებას, ძალიან წუხან ამის შესახებ. ერთიანია მთელი ერი და ქვეყანა, რაც მისი უწმინდესობის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისმა უწმინდესობამ სწორედ თავი მიუძღვნა ხალხის ერთსულოვნებას. მის საყვარელ ტელევიზიასაც ერთსულოვნება დაარქვა თავის დროზე, როდესაც ის დაფუძნდა. ვუსამძიმრებ მთელს ერს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი სანამაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი – წავიდა უფალთან მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში

წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში. განსვენებული ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ღრმა რწმენის ადამიანი, მლოცველი და მოსაგრე, – ამის შესახებ მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, ბენიამინის წერილშია ნათქვამი.როგორც წერილშია აღნიშნული, ილია მეორე სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.„მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსნო მღვდელმთავარნო, სამღვდელოებავ, მონაზონნო და ერისკაცნო, საქართველოს ღვთისმოყვარენო მკვიდრნო, ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ. ვიზიარებ რა ქართველი ხალხის ტკივილს ამ დიდი დანაკლისის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბელარუსის ეგზარქოსის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა და ერისკაცთა სახელით, სამძიმარს ვუცხადებ და ლოცვით მხარდაჭერას აღვუთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს, სასულიერო პირებსა და ღვთისმოყვარე სამწყსოს. წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში. განსვენებული ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ღრმა რწმენის ადამიანი, მლოცველი და მოსაგრე. შორეულ 1977 წელს მიიღო რა მოციქულებრივი წილხვედრი, რათა ეწინამძღვრა ქრისტეს ეკლესიისთვის საქართველოს მიწაზე, იგი დაუღალავად აღასრულებდა თავის მღვდელმთავრულ მსახურებას ღვთისა და უფლის მიერ მინდობილი სამწყსოს წინაშე; აღადგენდა ნანგრევებიდან და აშენებდა ახალ ტაძრებსა და სავანეებს, მამობრივი მზრუნველობით ეპყრობოდა სასულიერო სკოლებს, დახმარების ხელს უწვდიდა ტანჯულთ, მრავალშვილიან ოჯახებს, ქვრივებსა და ობლებს. იგი იყო მილიონობით ადამიანის მამა, რომელმაც განამტკიცა მთელი ერის რწმენა და ერთიანობა განსაცდელების ჟამს და თავის მღვდელმთავრულ სიყვარულს მიჰფენდა ყოველ მასთან მისულს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულიერი ღვაწლი არის ქრისტეს ცოცხალი ქადაგება არა მხოლოდ ქართველი ერის საკეთილდღეოდ, არამედ ეკლესიებს შორის ძმური კავშირების შესანარჩუნებლად, რაც შეგვახსენებს: ჩვენ ვართ ქრისტეს ერთიანი სხეული, ერთიანი რწმენითა და სიყვარულით. ბელარუსის მართლმადიდებელმა მცხოვრებლებმა სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით გაიხსენეს მისი უწმინდესობის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ნეტარხსენებულ ბელარუსის პირველ საეგზარქოსო პატრიარქთან, მიტროპოლიტ ფილარეტთან, რომელთანაც იგი ახლოს იყო და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროიდან. მისი უწმინდესობა სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში: მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებსა და ერისკაცებს შორის. ამ მძიმე ჟამს ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარნი და მრევლი, „ერთი პირითა და ერთი გულით“, ქართველ ერთან ერთად აღავლენენ ლოცვას, რათა უფალმა შეიწყნაროს თავისი ერთგული მსახურის სული და დაამკვიდროს იგი მართალთა ზეციურ სავანეებში. თქვენ კი ყოველთაგანი, „მამამან მოწყალებათამან და ღმერთმან ყოვლისა ნუგეშინისცემისამან“ განგამტკიცოთ რწმენასა და სასოებაში განსვენებულის სულისა და ყოველი ჩვენგანისადმი მისი სიყვარულის მიმართ. საუკუნოდ იყოს ხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა. ქრისტესმიერი სიყვარულითა და ლოცვით“, – ნათქვამია მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, ბენიამინის წერილში.

ბოლო სიახლეები