სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“ – რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?!

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, POSTV-ის ეთერში, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.

„ერთ-ერთი გავრცელებული ცრუინფორმაცია და ცრუ აღქმა იმაში მდგომარეობს, რომ ამბობენ, თითქოს ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ისედაც ყველაფერი იცის. შეიძლება, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა იცის, მაგრამ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქეს ამის შესახებ, არ აქვს ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც გამჭვირვალეა და განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, არის ფრაგმენტული და მთლიანი სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, ძალიან მცირეა იმ კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც თავიანთი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ათავსებენ ინფორმაციას თავიანთ ვებგვერდზე. მაგალითად, „დროა“, „სირცხვილია“ – ვიცით მათი ფინანსური ანგარიშგების შესახებ რამე? – არაფერი ვიცით, არა?! გარდა ამისა, ეს ანგარიშგება და ინფორმაცია იმ რამდენიმე კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მიერაც სხვადასხვა ფორმატშია წარმოდგენილი სხვადასხვა ვებგვერდზე, ანუ იოლად ხელმისაწვდომი არ არის. და რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, ერთიანი ფორმატით, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?! მეორე მხრივ, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რომელიც, სხვათა შორის, ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“, ნიშნავს არა იმას, რომ ინფორმაცია იყოს გამოქვეყნებული სადღაც, ვებგვერდის რომელიღაც მიყრუებულ ნაწილში, ისე, რომ თვალში არავის მოხვდეს, არამედ იმას, რომ ინფორმაცია იყოს ადვილად ხელმისაწვდომი – სწორედ ეს არის რეალური გამჭვირვალობა და ანგარიშგება.

ერთ საინტერესო სტატისტიკას მოგაწვდით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თავს დებს, რომ გამჭვირვალობას უწყობს ხელს, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაშიც არ არის ნათლად ასახული, რამდენს იღებენ, რაში ხარჯავენ ამ ფულს, რამდენი აქვთ სახელფასო ფონდი და ასე შემდეგ. ახლა მათ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. დაახლოებით იგივე რაოდენობით ფინანსდება ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“. საიდან ფინანსდება, ანუ, ასე ვთქვათ, ვინ არის დონორი? 5 მილიონი ლარი საქართველოს მთელს პოლიტიკურ სპექტრსაც და 5 მილიონი ლარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც“?

გარდა ამისა, დაახლოებით 12 მილიონი ლარი არის 4 ძირითადი ენჯეოს, „ისფედის“, რომელიც ცნობილია არჩევნების მონაცემთა გაყალბებით, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთო დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. საინტერესოა, არა, რას აკეთებენ?!

ამას გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოში ფუნქციონირებს ისეთი ორგანო, როგორიც არის „მანივალი“, რომელიც დაახლოებით იგივეა ფინანსური ტრანზაქციების სფეროში, როგორც, მაგალითად, ვენეციის კომისია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მათი ანგარიში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება არ არის გამჭვირვალე და საქართველომ რაღაც ზომები, რეგულაციები და კანონები უნდა მიიღოს, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა. ასეთი პირდაპირი მითითება გვაქვს ევროპის მხრიდან. ასე რომ, გაოცებული ვარ და საერთოდ არ მესმის, საიდან მოვიდა ეს ნარატივი, რომ ეს არ არის ევროპული პრინციპი და არ არის სვლა ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები