სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ეკა ბესელია: ელისაშვილს პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!

ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს – პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს! – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას თუ აღადგენს, ეს კარგია, რადგან ამ კომისიის გაუქმება ძალიან ცუდი იყო, მაგრამ თავმჯდომარედ თუ ეკა ბესელიას დანიშნავს, კატასტროფა იქნება“.

როგორც ბესელიამ განმარტა, პრეზიდენტთან შეწყალების კომისიაზე საუბარი არასდროს ყოფილა, ამ თემაზე საუბარი კი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყო, შემდეგ კი „უცებ ელისაშვილი გამოჩნდა“.

„ეს არამზადა ადამიანი ყველაფერს კადრულობს, რაც შეიძლება ვერ წარმოიდგინო კაცისგან, პოლიტიკოსისგან. ელისაშვილი რომ არის პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა რომ ამბობდა, ვერავინ ვერაფერს დამაბრალებსო, პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს. ჯერ პაპუაშვილს გააკეთებინეს კომენტარი, ვერ გავიგეთ {ეკა ბესელია}პოლიტიკოსი არის, თუ „ენჯეო“ აქვსო, უცხოეთიდან ფინანსდება ეს პოლიტიკოსიო, შემდეგ უცებ ელისაშვილი გამოჩნდა, რაო, შეწყალების კომისიაო… მე არასდროს დავაბრალებ ადამიანს რაიმეს. შეწყალების კომისიაზე საუბარი არასდროს ყოფილა პრეზიდენტთან, კომისია საერთოდ არ აქვს, მსგავსი არაფერი ყოფილა.

მე უცხოეთიდან არასდროს ვფინანსდებოდი. პროექტ „მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორი და პროექტის მხარდამჭერია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა, მე თვითონ ვაფინანსებ ამ პროგრამას. ერთი თეთრი არ ამიღია არცერთი ამ პროექტისგან“,- აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ფინანსური ინტერესის გამო პატიმრებს შეწყალების სანაცვლოდ თანხას სთხოვდა.

„ხომ ამბობს რომ პროკურატურამ საქმე ჩაფარცხა? თქვენთან დადოს ერთი ფაქტი, რომ მე რომელიმე საქმეზე რაიმე ვთხოვე. არასდროს მქონდა მასთან კომუნიკაცია. თვითონ დადიოდა პატიმრებთან ანგარების მოტივით, მე მაქვს ეს ფაქტი. მას ფინანსური ინტერესი ჰქონდა. კონკრეტული საქმე მაქვს, პროკურატურას მაშინ ეს გავუგზავნე, ერთ-ერთმა პატიმარმა მომწერა, მეორე მოვიდა და მესაუბრა. რასაც გაბრალებს, თავად იქცევა უწესოდ და უზნეოდ“,- აღნიშნა ბესელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები