ანტალიაში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირზე ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში შვეიცარიელი ნინა სტადლერი 2 სეტში 6:2 6:4 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე გორგოძეს მეტოქე კანადელი რებეკა მარინო იქნება , რომელმაც თავის შეხვედრაში რუმინელი რალუკა ჯეორჯიანა სერბანი დაამარცხა.
ანტალიაში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 დოლარია , ქართველი ჩოგბურთელი კი პირველ ნომრადაა განთესილი.