ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

ეკატერინე გორგოძე ანტალიის საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალშია

ანტალიაში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირზე ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში შვეიცარიელი ნინა სტადლერი 2 სეტში 6:2 6:4 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე გორგოძეს მეტოქე კანადელი რებეკა მარინო იქნება , რომელმაც თავის შეხვედრაში რუმინელი რალუკა ჯეორჯიანა სერბანი დაამარცხა.

ანტალიაში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 დოლარია , ქართველი ჩოგბურთელი კი პირველ ნომრადაა განთესილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, „რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, შანლიურფას მახლობლად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 5,1 მაგნიტუდამდე დაკორექტირდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო.სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა, მისი შედარებით მცირე სიღრმიდან გამომდინარე, ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ შეიძლებოდა ეგრძნოთ. ასევე, არ არის გამორიცხული მცირე ან საშუალო სიმძლავრის მატერიალური ზიანი, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (AFAD) მონაცემები მიწისძვრების შესახებ ოპერატიულად ახლდება.

ზაზა ფაჩულია – უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ზაზა ფაჩულიას მისსავე საკალათბურთო აკადემიაში ესტუმრა. ქეთი ხატიაშვილის რუბრიკაში „ჩემს მაგალითზე“, ზაზამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო. რაც უფრო ასაკი გემატება ხედავ მაგალითებს, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია“.

გიორგი მამარდაშვილი – მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ოთარ კიტეიშვილი – ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.„ერთა ლიგის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი მატჩის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშებისთვის არიან გამოძახებულნი, მაქსიმალურად მზად იყვნენ.თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.კარგი სტარტი, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და მიმდინარე შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ბოლო სიახლეები