პარასკევი, მარტი 14, 2025

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით დროში დაამარცხა.

ტურნირზე დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 26-28 აპრილს 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა

აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.რუბიოს თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა.„აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, გადაშალონ ფურცელი ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელის მოწერის, ხელშეკრულების რატიფიკაციისა და სამხრეთკავკასიელი ხალხებისთვის კეთილდღეობის დამკვიდრების ახალი ერის დაწყების დროა“, – განაცხადა რუბიომ.

VIDEO: ცნობილია, რა სიმღერით წარდგება მარიამ შენგელია ევროვიზიაზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინა. პირველ არხს ასევე სიმღერა გამოუგზავნა 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. კონკურსს, ტრადიციულად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.მოუსმინეთ საქართველოს საკონკურსო სიმღერას ევროვიზიისთვის:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბილიარდის შიდა ტურნირი მიმდინარეობს

აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.რუბიოს თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა.„აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, გადაშალონ ფურცელი ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელის მოწერის, ხელშეკრულების რატიფიკაციისა და სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის კეთილდღეობის დამკვიდრების ახალი ერის დაწყების დროა“, – განაცხადა რუბიომ.

მარკ რუტე ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ რუტემ „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა მოხსნის თუ არა ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რუტემ დადებითად უპასუხა.ასევე, კითხვაზე, ომის დასრულების შემთხვევაში ექნებათ თუ არა ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი, რუტემ უპასუხა:„ჯერ უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იქ არის, ანუ რუსეთი არ გაქრება. მე 2014 წლამდე ბევრი მოლაპარაკება მქონდა მათთან, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრი მოლაპარაკება მქონდა პუტინთან. ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მათზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მზად იყვნენ, სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ამერიკის, და, რა თქმა უნდა, უკრაინის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა რუტემ.

„როიტერი“ – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს ახალი სანქციებით ემუქრებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება დაცული უნდა იყოს.„საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები