ევროპული საქართველო დღეს მეხუთე რიგგარეშე ყრილობას გამართავს. ამის შესახებ პარტია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა.
ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლები პოლიტსაბჭოში ადგილობრივმა პარტიულმა კონფერენციებმა დაასახელეს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. ამავე კონფერენციებზე პარტიის წევრებმა საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები აირჩიეს.
ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, გენერალური მდივანი გიგი უგულავა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
ყრილობა 14:00 საათზე დაიწყება.