ორშაბათი, ივნისი 15, 2026

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალების“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საკრებულოში

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ.

,,კარგი იქნებოდა თქვენ შეგექმნათ პოლიტიკური მეძავების ფრაქცია” – ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ დეპუტატებს. დაპირისპირება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების საკითხის განხილვას მოყვა.

„ევროპული საქრთველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე დეპუტატს სახისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ

საკრებულოს თავმჯდომარემ სიტუაციიდან გამომდინარე სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – კრიტიკული რეზოლუციები ევროპარლამენტისგან არ უნდა გვიკვირდეს, ეს დემოკრატიის უკუსვლას და ანტიდემოკრატიულ კანონებს ეყრდნობა, რომელიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო

ფაქტია, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სომხეთი უფრო სწრაფად ვითარდება და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ვიდრე საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, უფრო მეტად არის დაშორებული ევროკავშირის წევრობას, ვიდრე მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ეს განპირობებულია დემოკრატიული უკუსვლით, რაც პარტნიორების მიერ აღინიშნება.„სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველო სცილდება ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. ირაკლი კობახიძე ხშირად ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და როცა ასეთი დამოკიდებულებაა, კრიტიკული რეზოლუციები ევროპარლამენტის მხრიდან არ უნდა გვიკვირდეს. ეს რეზოლუციები დემოკრატიის უკუსვლას და ანტიდემოკრატიულ კანონებს ეყრდნობა, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო“, – განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზ „ტონუსის“ გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდი, წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიც „ტონუსთან“ ერთად ასპარეზობდნენ ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, „ოლიმპიკის“, „დინამოს“, „დინამო 2“-ისა და „ლაგუნა ვერეს“ გუნდები, ჩემპიონი გახდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, „სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2008-2009 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირის განმავლობაში „ტონუსმა“ მაღალი დონის თამაში აჩვენა და ყველა შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა წარმატებით დაძლია ყველა მეტოქე და დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 18-წლამდელთა (U18) ასაკობრივ კატეგორიაში.ჩემპიონატის საბოლოო შედეგები ასეთია: I ადგილი - „ტონუსი“; II ადგილი - „დინამო 1“; III ადგილი - „ოლიმპი 2“.სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ ჩხარტიშვილია, რომლის ხელმძღვანელობით „ტონუსმა“ სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა და ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, „ტონუსის“ წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდა წყალბურთელების მაღალ სპორტულ მომზადებას.„U18 საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებით გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართველი წყალბურთელების ახალი თაობის წარმატების გზაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმი, დისციპლინა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს. ეს შედეგი არის ყოველდღიური შრომის, მიზანმიმართული მომზადებისა და მწვრთნელების თავდადებული საქმიანობის დამსახურება.ვულოცავთ „ტონუსის“ თითოეულ სპორტსმენს, გუნდის მთავარ მწვრთნელს ნოდარ ჩხარტიშვილს და კლუბის მთელ კოლექტივს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი ჩემპიონები მომავალში საქართველოს წყალბურთის ეროვნულ გუნდებს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებს ლევან ფიფია.ცნობისთვის: „ტონუსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა სახეობების ცენტრია, სადაც წყალბურთისა და ცურვის მიმართულებით ახალგაზრდების მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთესფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.ოპერატიული ღონისძიებებისა და  კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და  საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას  ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.უფლებამოსილი პირების მიერ, ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა, მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი. მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას, საერთო ჯამში -  გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ - ,,Menthol Queen”, ასევე ,,NZ“ და ,,MINSK”.აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას

მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.როგორც პრემიერი წერს, იმედოვნებს, ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას.„ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, – წერს კობახიძე. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და კვლევით-ინოვაციურ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერთა კვირეულს - „ახალგაზრდები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ - უმასპინძლა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები. ღონისძიებების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაღრმავება იყო.მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში ღია კარის დღეები და თემატური საჯარო ლექციები გაიმართა. ღია კარის დღეების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტებზე მოქმედ თანამედროვე კვლევით ლაბორატორიებს, სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევებს, საერთაშორისო პროექტებსა და ინოვაციურ მიმართულებებს. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და საჩვენებელ ექსპერიმენტებში, რაც მათთვის მეცნიერების პრაქტიკული ასპექტების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გახდა.ღია კარის დღის ფორმატში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, სადაც გაეცნენ უნიკალურ წიგნსაცავებს, რარიტეტულ კოლექციებსა და სამეცნიერო-საინჟინრო ლიტერატურის მდიდარ ფონდს; მოინახულეს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გეოლოგია-პალეონტოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალოგიისა და პეტროგრაფიის უნიკალური მუზეუმები, ენერგეტიკის ფაკულტეტის უახლესი აპარატურით აღჭურვილი განახლებადი ენერგიების თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში უანალოგო სივრცეა.ღია კარის დღის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ინოვაციური პროექტებით გამორჩეული საუნივერსიტეტო ფაბლაბი (ბიზნესინკუბატორი), სამშენებლო ფაკულტეტის თანამედროვე ტიპის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ახალი კვლევითი სივრცეები, ასევე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არტ-სახელოსნოები, სადაც სტუდენტები თავიანთი პედაგოგების - ცნობილი არქიტექტორების მენტორობით არაჩვეულებრივ პროექტებს ქმნიან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში იმარჯვებენ.მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი. მან მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის აქტუალური სამეცნიერო მიმართულებები, თანამედროვე კვლევითი ტენდენციები და ესაუბრა უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, მეცნიერთა კვირეული, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი, მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერების მხრივ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობას უქმნის, ახლოს გაეცნონ თანამედროვე კვლევით გარემოს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.„მეცნიერთა კვირეული მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს შემეცნებისა და კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივების შესაძლებლობას აძლევს. დღეს მეცნიერება და ინოვაციები ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პერპეტუუმ მობილეა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ მეცნიერების პრაქტიკული მნიშვნელობის აღქმას და თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძისა და მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას უშუალო და ქმედითი მხარდაჭერა, რაც ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობისა და კვლევით საქმიანობაში მათი ჩართულობის გაფართოებას უწყობს ხელს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალი თაობის მკვლევრებისა და ინოვატორების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.სტუ-ის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა თემატური საჯარო ლექციებიც. სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციების ცენტრის წამყვანმა დეველოპერმა გიორგი ბოხოჩაძემ ახალგაზრდებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე - „ბირთვული ინჟინერია“, ხოლო არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პედაგოგმა მელანო კოვზირიძემ მონაწილეებს შესთავაზა ლექცია თემაზე - „კინეტიკური არქიტექტურა - მოძრაობა, როგორც სივრცის ენა“. მომხსენებლებმა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ბოლო სიახლეები