ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დასახელდა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ მატჩს გამართავს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ მომავალი შეხვედრებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ახალგაზრდულ ნაკრებში ყველაზე მეტი ხუთი ფეხბურთელი “საბურთალოდან” არის გამოძახებული, რომელიც ორი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 6 ქულით ლიდერობს.

ცეცაძის მომზადებული გუნდი 23 მარტს ფარერების, 27 მარტს კი დანიის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება, ისარგებლოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაცილებით მაღალი ტარიფები დაეკისრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება, ისარგებლოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაცილებით მაღალი სავაჭრო ტარიფები დაეკისრება.„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოისურვებს „თამაშს“ სასამართლოს სასაცილო გადაწყვეტილების გამო, განსაკუთრებით მათ, ვინც წლების და თუნდაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს „ძარცვავდა“, გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი დაეკისრება, ვიდრე ის, რაზეც ახლახან შეთანხმდნენ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

უმაგრესი ამბავი, შეთანხმება შედგა! – ქართველი ქალი ფეხბურთელი რომაში გადადის

საქართველოს ქალთა ნაკრების იმედისმომცემ თავდამსხმელს, ანანო წიქარიძეს იტალიური „რომა“ იწვევს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქალთა ფეხბურთის“ დამფუძნებელი ნიკა მითაიშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, რომაულ კლუბთან მოლაპარაკებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა. 16 მარტს ანანო რომში ჩაფრინდება, სადაც საცდელ ვარჯიშებს ჩაატარებს, რის შემდეგაც წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს. სერია A-ს გუნდს ის მას შემდეგ შეუერთდება, რაც სრულწლოვანი გახდება.მითაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი იტალიელმა აგენტმა ლუკა ალბანომ ითამაშა, რომელიც მას პირადად დაუკავშირდა.16 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 15 წლის ასაკში ჩაატარა, 17-წლამდელთა ნაკრებში კი 19 მატჩში 26 გოლის გატანა შეძლო.

 ალი მოჯანი: ისტორიული თანაცხოვრება, ერთი ცის ქვეშ- ეკლესია და მეჩეთი კავკასიის კალთებზე

,,როცა კავკასიონის გულზვიადი მთების მწვერვალებზე მოლივლივე ღრუბლები მზის უკანასკნელ სხივებთან ჭიდილში იყვნენ, რათა ხეობებისთვის საღამოს აზანის მოახლოება ეუწყებინათ, სოფელ მსხალდიდს მივადექი. ეს დასახლება შეფენილია მთების კალთებზე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს. წინ მიხვეულ-მოხვეული გზა იშლებოდა. ჩემი ერთადერთი თანამგზავრი მთის მსუსხავი ქარი იყო, რომელიც ხან ზურგიდან მიბერავდა და გზის გასაგრძელებლად მახალისებდა, ხან კი წინიდან დაჰბერავდა და მომიწოდებდა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა გზის გაგრძელება. სოფელ მსხალდიდში ერთი ეკლესია და ერთი მეჩეთი არსებობს. ტაძრის ზარის ხმა მთების სიჩუმეში გაისმის. ხოლო მეჩეთი ორმოცდაშვიდი წლის წინ „მოლა-ნამაზის“ ძალისხმევით და ადგილობრივთა მეოხებით აშენდა. მოლა მუჰამედალის — ამ მეჩეთის მეორე იმამის — გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ორი წლის წინ, სოფლის მკვიდრმა ორასმა ოჯახმა საკუთარი სახსრებით, ძალისხმევითა და ერთობლივი შრომით ამ ნაგებობას ახალი სიცოცხლე შთაბერა. მეჩეთის აღდგენა მათთვის მხოლოდ კედლების შეკეთება არ ყოფილა, არამედ სოციალური კავშირის და საერთო რწმენის ხელახლა გაცოცხლების აქტს წარმოადგენდა. ეს მეჩეთი, რომელსაც „ბაბ ალ-ჰავაჯი“ ეწოდება, დღეს წამომართულია კავკასიის მთათა კალთებზე. ამაღამ, ნამაზის აღვლენის შემდეგ, სოფლის მცხოვრებნი საუფლო სუფრაზე შეიკრიბებიან. ისინი ცხოვრების სახსარს თბილისში წვითა და გარჯით მოიპოვებენ. საღამოობით კი ამ ნაჯაფს მშობლიურ მიწასა და მამა-პაპათა სოფელს სიყვარულით უბრუნებენ. ისინი ერთად სხდებიან გულუხვ სუფრასთან და იფტარის მიღებას არა მხოლოდ პურითა და წყლით, არამედ სიყვარულითა და თანადგომით იწყებენ. მე მათ სტუმრად ვეწვიე და თითოეული მათგანის უანგარო სიყვარულით დავტკბი. მათ თვალებში სიწმინდე, ხოლო ხელებში სითბო იგრძნობოდა. ისაუბრეს შორეულ წლებზე; იმ დღეებზე, როცა ქვასა და ხეს ზურგით ეზიდებოდნენ, რათა ღვთის სახლი აეშენებინათ. იმ ზამთრებზე, როცა გზები იკეტებოდა, მაგრამ მეჩეთის სინათლე არ ქრებოდა. საუბარში დღევანდელობამდეც მივიდნენ; აღნიშნეს, რომ დღეს მეჩეთის ხარჯებისა და მართვა-გამგეობის ნაწილის დაფინანსება ხდება საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ და ეს მხარდაჭერა, ხალხის მუდმივ ძალისხმევასთან ერთად, რელიგიური და კულტურული საქმიანობის უწყვეტობას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, მეჩეთის მთავარ საყრდენს კვლავ იმ ოჯახების ნება და ერთსულოვნება წარმოადგენს, რომლებმაც საკუთარი შრომით ეს სალოცავი შეინარჩუნეს. მეჩეთის ახალგაზრდა იმამი, მოლა ჰოსეინ შაჰვერდოვი, საუბრობდა მორწმუნეთა დიდ სურვილზე, მოილოცონ ყუმი, მეშჰედი, ნაჯაფი და ქერბალა. ახალგაზრდა იმამი ასევე საუბრობდა იმ ნატვრებზე, რომლებიც ამ უბრალო, მაგრამ მაღალი სულის მქონე ხალხის გულებში ცოცხლობს და მათ რწმენას გეოგრაფიაზე უფრო შორეულ ჰორიზონტს უკავშირებს. სოფელი პატარა იყო, მაგრამ დიდ ადამიანებს იტევდა. მათი სიდიადე მათ ხასიათში, შემწყნარებლობასა და სტუმართმოყვარეობაში ჩანდა. ისინი ნამაზის აღვლენით დასხდნენ იფტარზე. დაასრულეს მარხვა და მოემზადნენ, რომ თანამოქალაქეებთან ერთად, სხვა ქართველების გვერდიგვერდ, ხვალ ხელახლა დაიწყონ სამუშაო დღე. სოფლის სიმშვიდე რელიგიურად მრავალფეროვანი საზოგადოების ჰარმონიაზეც მიუთითებს, სადაც ერთი ცის ქვეშ წამომართულა მეჩეთი და ეკლესია. კავკასიის საღამოს სიჩუმეში სრულიად ნათელი იყო, რომ ხანგრძლივი თანაცხოვრება ისტორიული გამოცდილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა, დღეს კი მსხალდიდის ახალ თაობაში იჩენს თავს. აქ რწმენა ფესვგადგმულია ისლამსა და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორის, ხოლო ორივე ერთად ქმნის ამ მთიანი სოფლის მშვიდ და ადამიანურ სახეს''-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში,...

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილი იქნება.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაში ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის დროშაა აღმართული.„რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. ერთ დღეს უკრაინა უსაფრთხოდ იქნება. უკრაინა თავისუფალი იქნება. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილი – ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას

ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის“ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.კერძოდ, პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.პარტიები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.მადლობა ნდობისთვის“, - წერია გაცხადებაში, რომელსაც პარტიები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებენ და ურთავენ კითხვარის ბმულს.

ბოლო სიახლეები