სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელისზშია ნათქვამი.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის შეფასება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი ხელისუფლებების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი, სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), რომლებსაც  თან ახლავთ ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.

დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ევროსაბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ევა ჰრნჩიროვამ განაცხადა.„ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, რომელიც გასცემს ნებართვებს და ახორციელებს მკაცრს კონტროლს ევროპულ ბაზარზე შემავალ ყველა პროდუქტზე, არ აღმოუჩენია ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის რამე მტკიცებულება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.მისი თქმით, ევროპის მედიკამენტების სააგენტო და წევრი სახელმწიფოები მონიტორინგს უწევენ ავტორიზებული მედიკამენტების უსაფრთხოებას, რაც ასევე მოიცავს „პარაცეტომოლს“.„ეს მონიტორინგი არ არის ერთჯერადი, არამედ ეს არის მიღებული მონაცემების მიმდინარე შეფასება. ეს საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ზომები“, – განაცხადეს ევროკომისიაში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტომოლი“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრმა ლაშა მაისურაძემ ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გამართულ მკლავჭიდის 46-ე და პარამკლავჭიდის 27-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და შედეგად, მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 58 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ, მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ახალგაზრდებში 60+ და უფროსებში 90 კგ წონით კატეგორიებში სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, სტუდენტ პარამკლავჭიდელს ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს.როგორც რექტორი აცხადებს, ლაშა მაისურაძისა და საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების ტრიუმფი ალბენას მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული სპორტის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.„ლაშა მაისურაძის მორიგი გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის უკვე ოთხგზის მოპოვება მისი შრომისმოყვარეობის, უდიდესი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის შედეგია; ამავდროულად, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუძლია ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც შეუპოვრად ისწრაფვის მიზნისკენ, სამშობლოს სახელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ასპარეზობაზე გაიტანოს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი გასაოცარი უნარებით შემკული და მუდმივად განვითარებისკენ ორიენტირებული ახალგაზრდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. ლაშა მაისურაძე თავისი წარმატებით ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ცოდნის მაძიებლობა და სპორტული ჟინი ადამიანში ერთ დიდ ძალად გაერთიანდეს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ლაშას და მასთან ერთად საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებს ამ უდიდეს გამარჯვებას,” - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ მიმდინარე წლის ივნისში, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

მიხეილ სააკაშვილი – ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილის თქმით, ეს ორივე ივანიშვილის თამაშია.„ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.ცნობისთვის, „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა: „დილით არჩევნებზე, საღამოს რუსთაველზე, ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ- ის ყოფილი პრორექტორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, აგროკონსორციუმ „წეროვანის” ყოფილი გენერალური დირექტორის, სტუ-ის „ოქროს მედლის“ კავალერის ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. ბატონი ოთარი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩვენს ქვეყანას. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ნათელი კვალი დატოვა როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო და საზოგადოებრივ სივრცეში. ბატონი ოთარ წეროძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით, რაც მას ღირსეულ ხელმძღვანელად, კოლეგად და ჭეშმარიტ მენტორად აქცევდა. ბატონ ოთარ წეროძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. წლების მანძილზე მისი თავდაუზოგავი შრომა, სტრატეგიული ხედვა და პროფესიული გამოცდილება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის გაფართოებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს - ბატონო ოთარ, მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ქართული ქორეოგრაფიის წარმატება – ოთო ფოლადაშვილს საერთაშორისო მსაჯის სტატუსი მიენიჭა“

,,ახალი საამაყო ამბავი, რომელიც დარწმუნებული ვართ გაგახარებთჩვენი სტუდიის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ოთო ფოლადაშვილი საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯი გახდაეს ის ტიტულია, რომლის მოსაპოვებლადაც საპასუხისმგებლო და რთული ეტაპების გავლა გიწევს და ამიტომ ჩვენი სტუდიისათვის გამორჩეული წარმატებაავულოცავთ ოთოს და საერთაშორისო ასპარეზზე, ისეთივე დიდ წარმატებას ვუსურვებთ, როგორიც ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრჯერ დამტკიცებული აქვს ! OTaber Poladashvili– ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილის მორიგი წარმატების შესახებ წერს.

ბოლო სიახლეები