სამშაბათი, აგვისტო 25, 2026

ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს კენჭს 18 ივლისს უყრის – Politico

ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით კენჭს 18 ივლისს უყრის. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით თანამდებობის დასაკავებლად ევროპარლამენტის 361 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. სულ ევროპარლამენტში 720 დეპუტატია.

რეგლამენტის თანახმად, ჯერ ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, ხოლო შემდეგ დებატები გაიმართება, რომელთა დასრულებისთანავე კენჭისყრა დაიწყება.

თუ ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში საკმარისი ხმების მოგროვებას ვერ შეძლებს, ევროკავშირის ლიდერებს ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარდგენა მოუწევთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი – აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე, ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება – მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ ჩემი ერთადერთი გზა და...

მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.როგორც ღარიბაშვილი წერს, მის წინააღმდეგ დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.ექსპრემიერის თქმით, აღარ აპირებს "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას, შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა დასძენს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით შეურაცხყოფას პერსონალურად პროკურორებს და მოსამართლეებს არ აყენებს, უბრალოდ, რადგან ეს არის პოლიტიკური პროცესი და იცის, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა.მისი თქმით, არ აინტერესებს, რომელ პატიმარს ან მძევალს ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ მასზე და რა ბრალს წაუყენებენ.„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი კობახიძე – სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია

სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია.„სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ. ვულოცავ და მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში. ნაყოფიერ, საინტერესო და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, – წერს კობახიძე. 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 19კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 4კმ-ში იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3,0 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობა სცადა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, მისი რომელი შვილი იყო სავარაუდო სამიზნე და არც დამატებითი დეტალები გაუმჟღავნებია.„ირანმა ჩემი ერთ-ერთი შვილი მიზანში ამოიღო. ირანი ცდილობდა ჩემი ერთ-ერთი შვილის მოკვლას. ამიტომ ის უსაფრთხოება, რომელსაც ისინი იღებენ, ფუფუნება არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისი თქმით, დაცვის გარეშე სავარაუდო თავდამსხმელები მიზნის მიღწევას შეძლებდნენ.როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ნეთანიაჰუს განცხადება უკავშირდება შინ ბეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მის ვაჟებს, ასევე მის მეუღლეს, უსაფრთხოების დაცვა, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ნეთანიაჰუ მომავალ არჩევნებში დამარცხდება.როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, ნეთანიაჰუს რომელი ვაჟი იყო სავარაუდო თავდასხმის სამიზნე, ასევე უცნობია, როდის და რა ფორმით იგეგმებოდა მკვლელობის მცდელობა.

რატომ უნდა მიართვან ბავშვებმა ყვავილები ღვთისმშობლის ხატს… – მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

ბოლო სიახლეები