ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„რუსეთმა მასიურად გაზარდა თავისი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობები. ეს ინვესტიცია აძლიერებს მის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამზადებს მას ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორი წარუმატებელიც იყო კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 000 დოლარის ეფექტი – გია აბაშიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე

როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი  თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია,  - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.ანალიტიკოსის განცხადებით, გილაური ისეთივე უშანსოა, როგორც სალომე ზურაბიშვილი და მის დასავლელ კურატორებს გაწბილება ელით."როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი  თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია. გაწბილდებიან ნიკა გილაური და მისი დასავლელი კურატორები, რადგან რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ის ვერ გახდება. უშანსოა, როგორც ტრაგიკომიკური სალომე ზურაბიშვილი. აწი იქნება ცალკეული ამერიკელი პოლიტიკური აქტორების ბლა ბლა კომენტარები საქართველოს ექს-პრემიერ გილაურზე, შეკვეთილი უხარისხო სტატიები და ა.შ.FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“." -  წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ერთმანეთს 5 მანქანა და ტრაილერი შეეჯახა – ავარია ქარელი – რუისის მონაკვეთზე

ავარია მოხდა ქარელი - რუისის მონაკვეთზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ მსუბუქი ავტომანქანები, შემდეგ ხორბლით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა. დაზიანებულია 5 ავტომანქანა.დაჯარიმდა 2 ავტომანქანის მძღოლი. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.

გეგა წულაია ესპანეთში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ება-ს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი გეგა წულაია, რომელიც A-A დივიზიონში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.მისი „სანტანდერი“ „რედლაინს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 94:98 დამარცხდა. წაგების მიუხედავად ქართველი კალათბურთელი ტურის MVP-ად აღიარეს. მან 23 წუთში 25 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.„სანტანდერს“ 9 მოგება, 12 წაგება აქვს და 14-გუნდიან დივიზიონში მე-11 ადგილზეა.რაც შეეხება გეგა წულაიას, იგი აქამდეც არაერთ მატჩში გამოირჩა: 21 ქულა ჩააგდო „ლას პიელაგოსთან“, 26 ქულა (11-დან 7 სამქულიანი) – „სოლარესთან“, 20 ქულა – „ტარიბაკოსთან“…

სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერ მოვისმინე, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე – იაგო...

ამ დრომდე დაყადაღებულია საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში, 2 მილიონ ლარზე მეტი - ფონდების ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ოპოზიციის ნაწილს კი უკვირს იმ ფონდების დაყადაღება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი ივსებოდა."თუ ხელისუფლებას ისე ეშინია პიროტექნიკასა და ნიღბების, რომ ამის გამო ფონდებს აყადაღებს, ეს ცალკე კლინიკური შემთხვევაა უკვე ხელისუფლების. მაგრამ მე, მეორეს მხრივ, რაც სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერასოდეს ვერ მოვისმინე, იყო, რომ, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ხელისუფლების ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს გაჭირვებული, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე", - აღნიშნა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მეგობრულად ვიქნებით როგორც ჩინეთთან, ისე რუსეთთან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ მეგობრული ურთიერთობები ექნება როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან.ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. ჩინეთს ვაჭრობის კუთხით ჩვენ ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ დეფიციტი უნდა გამოვასწოროთ. ახლა ჩინეთთან ტრილიონზე მეტი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს დაუჯერებელიც კი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაღაცას გავაკეთებთ, ხოლო რუსეთს სურს, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ნაწილი ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები