ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე.

„დღეს ევროკავშირი რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის: აღარასოდეს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ენერგეტიკა ჩვენ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს“, – განაცხადა ევროკომისარმა, დან იორგენსენმა.

გეგმის მიხედვით, ახალი კონტრაქტებისა და მოკლევადიანი მიწოდებების აკრძალვა ძალაში შევა მიმდინარე წლის ბოლოსთვის. არსებული გრძელვადიანი კონტრაქტები კი, 2027 წლის ბოლომდე თანდათანობით შეწყდება.

„რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა ბაზრებს საშუალებას მისცემს, უკეთ მოერგონ ცვლილებებს და მინიმუმამდე შეამცირონ ბაზარზე ზეგავლენა, მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი – გიორგი ბარამიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.პასუხად, "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკავშირს აღელვებს საქართველოს ბედი და მიმდინარე პროცესებით ის შეშფოთებულია."ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი, მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი მშვიდობა, ცივილიზებული, დემოკრატიული,სტაბილური განვითარება, რომელსაც მოაქვს ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის ის კეთილდღეობა და პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის", - განახადა გიორგი ბარამიძემ.

შალვა პაპუაშვილი – ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ევრობიუროკრატისთვის რომ დაგვეჯერებინა და წავსულიყავით ესკალაციაზე, სანქციები დაგვეწესებინა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, მათ შორის ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ასევე ევრობიუროკრატისთვის და დაგვეწესებინა სანქციები, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ ბიუროკრატიის პრესსპიკერი დღეს მორალს უკითხავს ქართველ ხალხს. რომ დაგვეჯერებინა ბიუროკრატებისთვის ბრიუსელიდან, დაგვეწესებინა სანქციები, შემოგვეღო ვიზები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე, რომ დაგვეჯერებინა ბალტიელი პოლიტიკოსებისთვის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, გუშინ წინ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომია, ლატვიის უსაფრთხოება არის დაცული.„ეს ხომ არის ყველაზე ცალსახა ლუსტრაციაა იმ ამორალური პოლიტიკისა, რომელსაც ევროპის სახელით, არაევროპელი და ზოგიერთი საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსი აწარმოებს როგორც საქართველოს მიმართ, ისე უკრაინის მიმართაც, როდესაც ის გამოყენებულია მარიონეტად, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასევე, შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. თავად ლატვია, რომელიც თბილად არის ნატო-ს ქოლგის ქვეშ, საქართველოს, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდა, წავსულიყავით ესკალაციაზე. რომ დაგვეჯერებინა ლატვიის პრეზიდენტისთვის, სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ესკალაციისკენ მოგვიწოდებდნენ, დღეს საქართველო იქნებოდა ნაომარი. მერე გამოვიდოდნენ იგივე პოლიტიკოსები საზღვარგარეთ და იტყოდნენ რაიმე ლამაზ-ლამაზ სიტყვებს. როგორ გაქრა დედამიწის პირიდან ეს მშვენიერი ერი თავისი კულტურით და სადმე მუზეუმში გამოგვიყოფდნენ ალბათ ადგილს, რათა პატივი მიეგოთ ჩვენი კულტურისთვის და ხსოვნისთვის.იმ მომენტში, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი ამბობდა, დაუწესეთ სანქციებიო, ფიქრობდა იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო მოწოდებებს ჰქონოდა?! არ ფიქრობდა. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ამის ლუსტრაცია გააკეთა, რომ ჩვენი ინტერესებით არავინ ფიქრობს დედამიწის ზურგზე, გარდა ჩვენი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვაშაძე – 26 მაისი ნამდვილად უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე, ამ ერთიანობისკენ სვლა არის ჩვენი მთავარი მიზანი, მივდივართ ევროკავშირისკენ, ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, ვართ დამოუკიდებლები

26 მაისი ნამდვილად უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე, ამ ერთიანობისკენ სვლა არის ჩვენი მთავარი მიზანი, მივდივართ ევროკავშირისკენ, ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, ვართ დამოუკიდებლები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გზა მეტი ფულის კეთება და ძალაუფლების მიტაცებაა.„26 მაისის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ვართ ყველა. სალომე ზურაბიშვილთან ერთადაც გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, ასევე შევხვდით აქტივისტებს. ყველა ჩართული ვართ. პოლიტიკური ჯგუფი რომელიც ხლეჩს, აპირისპირებს, პოლიტიკურ კრიზისებს იწვევს ქვეყანაში რაღაცაზე გველაპარაკება და უბრალოდ სირცხვილია. 26 მაისი ნამდვილად უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე და ამ ერთიანობისკენ სვლა არის ჩვენი მთავარი მიზანი. აქ მთავარი შინაარსი გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. მივდივართ ევროკავშირისკენ, ვდგებით ერთად ყველა, ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, ვართ დამოუკიდებლები. ევროკავშირია სწორედ გარანტი ჩვენი სუვერენიტეტის და სწრაფად მივდივართ განვითარებისკენ. „ქართული ოცნების“ გზა არის რომ თვითონ ფული აკეთონ, ელიტა ზემდიდარი იყოს, ძალაუფლება მიტაცებული ჰქონდეს და ქართველები გააქციონ ამ ქვეყნიდან. „ქართული ოცნების“ გზა არის საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენი გზა არის საქართველო ევროკავშირთან ერთად, ძლიერ ამერიკასთან ერთად მეგობრობაში, დაბრუნებული ემიგრანტებით და გაძლიერებულო ქვეყნით“, – განაცხადა ვაშაძემ.

კონკლავმა ხმის მიცემის მეორე პროცედურა დაიწყო – კათოლიკური სამყარო ახალი პაპის მოლოდინშია

კონკლავმა ხმის მიცემის მეორე პროცედურა დაიწყო - კათოლიკური სამყარო ახალი პაპის მოლოდინშია.შეგახსენებთ, რომ გუშინ ვატიკანის თავზე შავი კვამლი გამოჩნდა - ეს იმას ნიშნავდა, რომ კარდინალთა საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად, ახალი პაპი ვერ აირჩია.ხმის მიცემის პროცესში 133 კარდინალი მონაწილეობს.როგორ ირჩევენ ახალ პაპსხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ.ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა."ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.

გიორგი ვაშაძე – „მეგობარი აქტის“ მიხედვით, სავარაუდო სანქცირებულთა სიაშია ცესკო-ს თავმჯდომარე, ეს ხალხი თუ რჩება ცესკო-ში, ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს?

„მეგობარი აქტის“ მიხედვით, სავარაუდო სანქცირებულთა სიაშია ცესკო-ს თავმჯდომარე, რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა? ეს ხალხი თუ რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის ხაზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.„ძალიან ცალსახაა, მითუმეტეს „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ, რომ ჩვენს წინააღმდეგობის ხაზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გვაქვს წინააღმდეგობის პლატფორმა, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთობლივად. კონკრეტულ კითხვას გისვამთ. „მეგობარი აქტის“ მიხედვით სავარაუდო სანქცირებულთა სიაში მყოფია ცესკო-ს თავმჯდომარე და მეორე გაუგებარი ადამიანი რომ არის, ყველაფრის გამყალბებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მათ პირობებში როგორ შეიძლება, არჩევნები ჩატარდეს და ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. კითხვას ვუსვამ ნებისმიერს, ვინც ფიქრობს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. „მეგობარ აქტში“, სიაში პირდაპირ წერია, რომ კალანდარიშვილი და ჯავახიშვილი უნდა დასანქცირდნენ. ეს ხალხი მართავს საარჩევნო ადმინისტრაციას, რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა? ეს ხალხი თუ რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს?“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ბოლო სიახლეები