ორშაბათი, აგვისტო 3, 2026

ევროკავშირი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას დადებითად აფასებს

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვაჭრობის, განათლების მიღებისა და მობილობის გამარტივებით- ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახური ​საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.

„ეს შეთავაზებები შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, რაც მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე მიმდინარე პროექტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ხიდების მშენებლობას გამყოფი ხაზების გასწვრივ და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას. ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტში დისკუსიებსა და ამ პროცესის საბოლოო შედეგს.

ევროკავშირი ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებითა და ყოვლისმომცველი მიდგომით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა.

პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მანამდე კვირიკაშვილის ინიციატივას სპეციალური განცხადებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი  გამოეხმაურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - პროფესორ მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასპორტო საზოგადოებას.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალებით ქართულმა სასპორტო და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ დაკარგა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები ქართული სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს მიუძღვნა - ერთგულად ემსახურა ეროვნულ სპორტს და ღირსეული კვალი დატოვა საუნივერსიტეტო სივრცეში.მისი გამოცდილება, პროფესიული და ადამიანური ღირსებები, ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი იყო კოლეგებსა და სტუდენტებში, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალა იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული სასპორტო განათლების განვითარებისთვის.საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სასპორტო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ჰაკერული თავდასხმა ლიხტენშტაინზე: გაჟონილია 31 ათასი კომპანიის პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია

ჰაკერებმა გატეხეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად გამოიყენებოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან ან რა იყო მისი მიზანი. შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, ხოლო დაზიანებული სისტემა, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სრულად არის გათიშული.ლიხტენშტაინის სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. მისი მოსახლეობა 40 000-ს ოდნავ აღემატება. სამთავროში ყველაზე მომგებიან სექტორებად ფინანსური და საბანკო მომსახურება მიიჩნევა.ბრიჯიტ ჰაასი, ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრი: „გამოძიება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა, რათა მათ მონაცემთა დაცვის მაქსიმალურად მაღალი დონე ჰქონდეთ გარანტირებული“. ემანუელ შედლერი, სექტორ „მართლმსაჯულება და საზოგადოების“ მრჩეველი: „დაზიანებული სისტემა სრულად გაითიშა და ამჟამად გადის საფუძვლიან შემოწმებას, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პრევენციის მიზნით, ასევე გაითიშა მსგავსი ტექნიკური პარამეტრებით მომუშავე ორი სხვა სისტემაც“.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას

აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაელოდება ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას.„რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. აქედან გამომდინარე, საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, ეს მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – შოვის ტრაგედიიდან, რამაც მთლიანად ქვეყანა შეძრა, სამი წელიწადი გავიდა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები

სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არ არსებობს სამყაროში ეშმაკი, რომელსაც უფრო მეტის დაშავება შეეძლოს შენთვის, ვიდრე შენს თავს უშავებ

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს.გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:ზოგჯერ ურწმუნო ადამიანის ახლობელი მოდის და მეუბნება: – "ვაიმე, ჩემს ახლობელს ჯადო გაუკეთეს, რა ეშველება?"რაღაც მოხდა და – "ვაიმე, ეს მისთვის საშიშია? მისი სულისათვის საშიშია?" და ა.შ.მე ვეკითხები:– მორწმუნეა? ქრისტიანულად ცხოვრობს?– არა;და ვეუბნები:– ის უკვე თავის თავის სასჯელიც არის, თავის თავის ეშმაკიც არის, თავისი თავის ჯადოც არის.უქრისტეო ადამიანი სრული კატასტროფაა, და ახლა მას ვინ რა უნდა დაუშავოს იმაზე მეტი, რასაც ის საკუთარ თავს უშავებს?!როცა შენ ისე ცხოვრობ, რომ ქრისტე არ გინდა, ვინ უნდა დაგიშავოს ამაზე მეტი?!არ არსებობს სამყაროში ეშმაკი, რომელსაც უფრო მეტის დაშავება შეეძლოს შენთვის, ვიდრე შენს თავს უშავებ, როცა ქრისტეზე უარს ამბობს, ეს იგივე რამეა, როცა იოანე სინელი ამბობს – “ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება...”ამონარიდი ქადაგებიდან | 30.07.2021 

ბოლო სიახლეები