ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

ევროკავშირის ხელშეწყობით საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება

ევროკავშირის ხელშეწყობით დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება.

მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღიაა როგორც მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა.

სწავლება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები…“ – ცოტნე ანანიძე

„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები...“, - ამის შესახებ  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება უარყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.„მიყვარს ინფლაცია“, – განაცხადა ტრამპმა სტატისტიკის ბიუროს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.როგორც „სიენენი“ წერს, მაისში წლიური ინფლაცია 4.2%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა.„ჩვენ მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ერთ ღამეში 22 გემი გავანადგურეთ, რადგან მათი რადარი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა.მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი.4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმება, ჯამში, 22 პირს გაუფორმდა და ეტაპობრივად, 22-ვე პატიმრობიდან გათავისუფლდა. კერძოდ, რვა პირი გუშინ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, კიდევ რვა დაკავებული რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს, ექვსი კი – ცოტა ხნის წინ.

ირანის ელჩი: მსოფლიო წესრიგი ზეწოლით აღარ იმართება…არავის აქვს უფლება სხვა ქვეყნებს უკარნახოს, ვისთან ითანამშრომლონ-სახელმწიფოებმა პარტნიორები თავად უნდა აირჩიონ

,,როდესაც რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ცდილობენ განსაჯონ ან განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ააწყონ სხვა ქვეყნებმა თავიანთი ურთიერთობები და თანამშრომლობა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი საერთაშორისო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას შორის? დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება და ხალხთა უფლების პატივისცემა, თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძალაა. გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ჩინეთთან. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებაში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს. ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს და არა პოლიტიკურ ზეწოლას. ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფა არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, არამედ ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ კრიზისებს. დღევანდელი მსოფლიო აღარ არის წარსული საუკუნეების მსოფლიო. ხალხებს უფრო მეტი ცნობიერება აქვთ, ისინი უფრო დამოუკიდებლები და საკუთარი არჩევანის უფლების მქონენი არიან. წარმატებული საგარეო პოლიტიკა ემყარება პატივისცემას, დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს და არა ზეწოლას, მუქარასა და საკუთარი ნების სხვებისთვის თავსმოხვევას. მხოლოდ ყველა ერის სიცოცხლის, განვითარების და დამოუკიდებლობის უფლების პატივისცემით არის შესაძლებელი უფრო უსაფრთხო, სტაბილური და სამართლიანი მსოფლიოს შექმნა-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი წერს.

მასუდ ფეზეშქიანი – კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხის სიცოცხლის წყაროა, მისი მიზანში ამოღების შესახებ მუქარა არ არის სიძლიერის დემონსტრირება, სასოწარკვეთილების ნიშანია

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას „სასოწარკვეთილების ნიშანი“ უწოდა.„კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხის სიცოცხლის წყაროა. მისი მიზანში ამოღების შესახებ მუქარა, დაწყებული სატრანსპორტო ქსელებიდან, დამთავრებული ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით, არ არის სიძლიერის დემონსტრირება, არამედ  სასოწარკვეთილების ნიშანია ერის ნების წინაშე“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.მისი თქმით, ირანი ნებისმიერ ზეწოლას და მუქარას გაუძლებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.

ბოლო სიახლეები