სამშაბათი, ოქტომბერი 29, 2024

ედმონდ მინაშვილი ოპოზიციაზე: მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს აგინეს, ხელოვანებს აგინეს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს … და რატომ წავაგეთოოო …

,,მეფეეს აგინეს, სპორტსმენებს აგინეს, ხელოვანებს აგინეს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს, პატრიარქს და მღვდლებს აგინეს, მრევლს აგინეს, ტრადიციებს აგინეს, მშვიდობას აგინეს, ღვინოს აგინეს, კახელებს აგინეს, აფხაზებს აგინეს, მარნეულელებს აგინეს, ერთმანეთის ცოლებიც კი გაცვალეს, სამშობლო გაყიდეს, სტრასბურგში ვერცერთი საქმე ვერ მოიგეს, ვისი ვისაში აქვთ ვერ გაიგებ, ერთმანეთს ხომ მკვდარი და ცოცხალი აგინეს და აგინეს, დაა … 🤌 რატომ წავაგეთოოო?!- წერს ედმონდ მინაშვილი.🤦‍♂️

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველომ უმედლოდ და გუნდურ ჩათვლაში მეთოთხმეტე ადგილზე დაასრულა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა 23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი. ტირანაში დასრულებულ 23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ერთობ  წარუმატებლად იასპარეზეს. ნაკრების 10 წევრიდან ათეულში მოხვედრა და გუნდისთვის ჩასათვლელი ქულების მოტანა მხოლოდ სამმა სპორტსმენმა შეძლო. მათგან საუკეთესომ, პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ვლადიმერ გამყრელიძემ, მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ მეთოთხმეტე ადგილზე გასვლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას რუსეთის და ბელარუსის მოჭიდავეთა შედეგები გუნდურ ჩათვლაში რომ აღენუსხა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს და მათ ერთი ოქროს - 72კგ გიორგი ჩხიკვაძე, ერთი ვერცხლის - 67კგ დიეგო ჩხიკვაძე,   ოთხი ბრინჯაოს - 60კგ ფრიდონ აბულაძე, 82 კგ დათა ჩხაიძე, 87კგ აჩიკო ბოლქვაძე, 130კგ გიორგი ცოფურაშვილი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ. სპორტ

რატი ბრეგაძე: “გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ორბელიანის სასახლეში ოპოზიციის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს. "გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული იმიტომ. სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა." - წერს რატი ბრეგაძე.  

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი – „ქართული ოცნება“ უარყოფს გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება

„ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, „ქართული ოცნების“ პრორუსულ პარტიად მოხსენიება არის თაღლითობა. „ქართული ოცნების“ პრორუსულ პარტიად მოხსენიება თაღლითობაა. ეს არის პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვოუქიზმს, გლობალიზმსა და ომის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ სურთ ფონ დერ ლაიენსა და სოროსს მისი დამხობა და ამიტომაც იმყოფება პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში მათ მხარდასაჭერად“, – წერს მარიანი.    

პრემიერი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია – ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება

პრემიერის თქმით,  მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო  2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. "გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრეზიდენტი: ქართული ქარტია და ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი

ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი, – ასე მიმართა პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. „დიასპორაში ასევე იყო წართმეული ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომლებიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის საქართველოს ხალხის ნება, მაგრამ ძალიან ცოტა ხმა წამოვიდა, რათა არ შეეშალა ხელი აქ დაწერილ შედეგებზე. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები. ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ დღეებში და რასაც კიდევ გავაკეთებთ ერთად. პოლიტიკური პარტიები არიან ისინი, რომლებმაც უნდა წარადგინონ პოლიტიკური ხედვა. სხვადასხვა პარტია არის, ეს არ არის რაღაც ხელოვნური ერთობა. ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა მათ, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები