ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხომალდი, რომელზეც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, ბერძნულ კუნძულ აგატონისთან ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ სამმა მგზავრმა შეძლო.
დაღუპულებს შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ათენმა ადამიანებით მოვაჭრეებთან ბრძოლა უნდა გააძლიეროს.
2017 წლის მეორე ნახევარში ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში 20 000 მიგრანტი ჩავიდა.