ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვისას 16 ლტოლვილი დაიღუპა

ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხომალდი, რომელზეც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, ბერძნულ კუნძულ აგატონისთან ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ სამმა მგზავრმა შეძლო.

დაღუპულებს შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვია.

მომხდართან დაკავშირებით, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ათენმა ადამიანებით მოვაჭრეებთან ბრძოლა უნდა გააძლიეროს.

2017 წლის მეორე ნახევარში ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში 20 000 მიგრანტი ჩავიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ “ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

16 ივლისიდან  2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში -782 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 169 776 ლარი შეადგინა.6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 

ირაკლი კობახიძე – აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წელს და პორტმა პირველი გემები მიიღოს

აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს, რა დროსაც ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს.„პირველი ფაზა, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, რისთვისაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები“, – აღნიშნა პრემიერმა.

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკა ბესელიძეს პირველადი დიაგნოზით აუტიზმი აქვს, ახლა კი დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ორი კვირის წინ ლუკა ბესელიძეს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.რამდენიმე დღეში ლუკას თურქეთში სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სხივური და ქიმიოთერაპიის კურსი. ასევე საჭიროა დამატებითი პოსტოპერაციული კვლევები, რათა გამოირიცხოს მეტასტაზების არსებობა.მკურნალობის ხანგრძლივობა, წინასწარი შეფასებით, სულ მცირე, ექვსი თვე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ლუკას ოჯახს სტამბოლში მოუწევს ყოფნა. პარალელურად, ბავშვს დასჭირდება ნეიროფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა.მკურნალობისთვის საჭირო თანხა 89 500 აშშ დოლარს შეადგენს. ოჯახი საზოგადოებას დახმარების სთხოვს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე:​„საქართველოს ბანკი“: GE80BG0000000686894200„თიბისი“ ბანკი: GE27TB7146745063600027Paypal: paypal.me/LRusiaმიმღები: ოთარ ბესელიძე

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ.შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

მძიმე ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები