კვირა, ივნისი 8, 2025

დღეს სულის შაბათია – რას ნიშნავს ეს დღე ქრისტიანებისთვის

სულთმოფენობის დღესასწაულს (8 ივნისს), წინ, სულის შაბათი უძღვის. ეს არის მიცვალებულთა საყოველთაო  ხსენების დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქ მიცვალებულთა სულზე ზრუნვას.

ამ დღეს ტაძრებში გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღესრულება.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.

ყველამ უნდა ეცადოთ მოიხსენიოთ თქვენი მიცვალებულები, დაესწროთ წირვას, შეაგზავნოთ მოსახსენებელი და მათ სახელზე დაანთოთ თუნდაც ერთი სანთელი. იკურთხება  მრევლის მიტანილი პროდუქტი და შემდეგ ის რიგდება მშიერთათვის… შეგიძლიათ ზეთი შესწიროთ, რომელიც ტაძრის კანდელებში ჩაისხმება.

მიცვალებულები ახლობლების ლოცვასა და სიკეთეებზე არიან დამოკიდებულნი. მათ აღარ შეუძლიათ მონანიება. ამიტომ ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნნი და მათ სახელზე გავცეთ მოწყალება.

წმინდა პაისი ათონელი:

მიცვალებულები გონს მოდიან და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან. ჯოჯოხეთში მყოფებს ქრისტესგან მხოლოდ ერთი რამ სურთ, 5 წუთი იცოცხლონ, რომ მოინანიონ. ჩვენ, ცოცხლებს, გვაქვს მონანიების დრო, მიცვალებულებს კი – არა.
სწორედ ამიტომ მოვალენი ვართ დავეხმაროთ მათ ჩვენი მხურვალე ლოცვით. ამიტომ აქვს ჩვენს ეკლესიას წირვა,
პანაშვიდი.
პანაშვიდი მიცვალებულთა სულების საუკეთესო დამცველია. მათ აქვთ სულის ჯოჯოხეთიდან გამოყვანის უნარი. თქვენ კი, ყოველ ღვთისმსახურებაზე, უნდა წაიკითხოთ ფსალმუნები თქვენი მიცვალებულებისთვის.

აუცილებელია წანდილის გაკეთება, რადგან ხორბალს აქვს მნიშვნელობა: დათესე ხრწნილებაში, ის აღდგება უხრწნელობაში (1 კორ. 15:42). ანუ ის სიმბოლოა ადამიანის სიკვდილისა და აღდგომისა. უნდა მიუთითოთ მიცვალებულთა სახელები, რათა მღვდლებმა მოიხსენიონ ისინი, რადგან ისინი უფრო მეტად გაჭირვებულები არიან, ვიდრე ავადმყოფები.

 

***

საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.

რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა.

საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს.

ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული.

წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინო სურგულაძის უსაყვარლესი ტყუპები იუბილარები არიან

მომღერალ ნინო სურგულაძის შვილები იუბილარები არიან. ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს და ტყუპების ფოტოებს გვიზიარებს. „ნატალია და ზაქარია 5 წლის გილოცავთ ტყუპებო, მიყვარხართ“, – წერს ნინო სურგულაძე.გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ტყუპებმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.„დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სეისმური მონაცემების მუდმივი გადმოცემის პროცესისა და მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობის შესაძლო, დროებითი შეფერხება მოხდეს.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონაცემების გადმოცემაში შესაძლოა დროებითი შეფერხება წარმოიშვას, რაც მიწისძვრის რეაგირების სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2025 წლის 9 ივნისს, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში მობილური მომსახურება, მათ შორის მონაცემთა გადაცემა (GPRS), შესაძლოა შეფერხდეს. შესაბამისად, დროებით შეწყდება სეისმური სადგურებიდან მონაცემთა შეუფერხებელი გადმოცემა.ამან შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობაში, რაც დამოკიდებულია სეისმური სადგურებიდან მონაცემების უწყვეტ მიღებაზე. ჩვენი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიწისძვრის ხდომილების შემთხვევაში, შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ.დამატებით ინფორმაციას ქსელის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორი გაუფი როლან გაროსის ჩემპიონი გახდა

დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჯეი დი ვენსი – მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონ მასკიც დაუბრუნდება

უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.„მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ თუ დაუპირისპირდებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები