დღეს საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავის ლევან თედიაშვილის დაბადების დღეა.
ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში.
1972 წლის მიუნხენისა და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974,1976,1978), ასევე 1973 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია”, რომელშიც მთავარ როლს ლევან თედიაშვილი ასრულებდა.
ლევან თედიაშვილი არის სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენის კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.