სამშაბათი, მაისი 12, 2026

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით “თანახმა ხართ თუ არა, აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90,3%-მა, მათ შორის აფხაზეთისა და ჩრდ. ქართლის აფსუურმა და ოსურმა მოსახლეობამ და მონაწილეთა 98,9%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას იმ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რომლის საზღვრებშიც “ერთა ლიგის” მიერ აღიარებული იყო სოჭი, დვალეთი, ჰერეთი, ყარაიაზი, ლორე და მესხეთ-ლაზეთი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

2026 წლის 11 მაისი - ეს არის ისტორიული დღე, როცა საქართველომ 142-ე პატრიარქი აირჩია. ის შიო მესამეა.გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სამ კანდიდატს შორის, 22 ხმით პატრიარქად მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე გამოარჩიეს.მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც პატრიარქს ქალი ეამბორა მხარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.როგორც გაირკვა ეს ქალი - ლელა მუჯირია. პატრიარქის და, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. 

სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სვეტიცხოველში იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს.

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ირანის პარლამენტის სპიკერი – მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხოთ – ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, ისინი გაოცებულები დარჩებიან

ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ყველა ვარიანტისთვის მზადაა. „არასწორი სტრატეგია და არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს - ეს უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ; ისინი გაოცებულები დარჩებიან“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიუღებელი და სისულელე იყო და რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი არსებობდა.

ბოლო სიახლეები