,,დღეს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე ანგარიშის მომზადებას მომდევნო სამოცი დღის შესახებ – სამოცი დღისა, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტ პერიოდად იქცეს ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა და რეგიონული თანამშრომლობის ახალი სივრცის ფორმირების გზაზე.
ანგარიში დასრულების შემდეგ თეირანში გაიგზავნა მასში შევეცადე წარმედგინა მომავალი ვითარების რეალისტური სურათი — არა მხოლოდ სურვილებსა და ოპტიმიზმზე დაყრდნობით, არამედ იმ შესაძლებლობების, შეზღუდვების, რეალური პერსპექტივებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას.
ამ შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს პოზიციას კავკასიაში და ქვეყნის შესაძლებლობებს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერებაში. მჯერა, რომ ახალ პირობებში კავკასია და განსაკუთრებით საქართველო უფრო მეტად შეძლებენ იქცნენ ხალხების, ბაზრებისა და კულტურების დამაკავშირებელ ცენტრად.
ანგარიშის მომზადების პროცესში ვისარგებლე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჩემი კოლეგების რჩევებითა და გულწრფელი შეხედულებებით. ასევე, გასული კვირის განმავლობაში ჟურნალისტების, მკვლევრების, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ ირანის შესახებ გამოქვეყნებული მრავალი სტატია, კომენტარი, ანალიზი და მოსაზრება ჩემთვის ღირებული წყარო იყო არსებული გარემოს უკეთ გასაგებად და მომავლის პერსპექტივების განსასაზღვრად. ყველას გულწრფელ მადლობას ვუხდი.
მომდევნო სამოცი დღე მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის; ეს არის შესაძლებლობა ახალი ინიციატივების შესაქმნელად, თანამშრომლობის ახალი გზების გასახსნელად და არსებული პოტენციალის ხელშესახებ რეალობად გადასაქცევად. ასეთ პერიოდებში მომავალს მხოლოდ პოლიტიკური პროცესები არ განსაზღვრავს; გადამწყვეტ როლს ასრულებს ასევე ნება, დიალოგი, ურთიერთგაგება და კულტურული თუ ეკონომიკური თანამშრომლობა.
იმედი მაქვს, შევძლებთ ამ შესაძლებლობის საუკეთესოდ გამოყენებას რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად და ხალხებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის განსავითარებლად”-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

