დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების და ირანის “პერსეპოილისის” ფეხბურთელი 34 წლის გახდა
დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა

სტივ კოენი – „მეგობარი აქტი“ შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, სანქციები დაუწესდებათ
ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს, ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობარია. საქართველოში არჩევნების დროს ვიყავი დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც აირჩიეს „ქართული ოცნება“, მაგრამ, „ქართული ოცნება“ გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამერიკაში კინგს ჰქონდა ოცნება, რომელიც ახლაც ცოცხლობს, მაგრამ საქართველოში ოცნება აღარ არის ცოცხალი და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ ნამდვილად გააყალბეს ის იმ სიტუაციაში და მას შემდეგ მასობრივი პროტესტებია. ყოველ კვირას საქართველოში არის მასობრივი პროტესტი, სადაც თავისუფლებისა და უფლებების წართმევას აპროტესტებენ. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების წინააღმდეგ მოაწყო რეპრესიები, მათ შორის, აკრძალა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში, გამოიყენა ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა სასამართლო, რათა არასამართლიანად დაეპატიმრებინა და ბრალი წაეყენებინა აქციის მონაწილეებისთვის. ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს. ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა სტივ კოენმა.მისი თქმით, აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს თავისუფლებას საქართველოში და ეს არც ახლა შეცვლილა.„ვამაყობ, რომ ვარ „მეგობარი აქტის“ წარმდგენი დემოკრატი, ჩემს მეგობარ ჯო ვილსონთან ერთად. ეს აქტი შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს სანქციებისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. ის ასევე ქმნის ანგარიშს საქართველოში რუსული სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. რაც ხდება, არის ფაქტობრივად რევოლუცია, სადაც ივანიშვილი, რომელიც მართავს პარტიას და აქვს ინვესტიციები რუსეთში, ცდილობს მათ რუსეთთან და პუტინთან დაახლოებას. ბოლოს, კანონპროექტი ითვალისწინებს უფრო ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც გათვალისწინებულია მისი კონსტიტუციით და მოთხოვნილია მისი ხალხის მიერ“, – აღნიშნა სტივ კოენმა.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან უორენ დევიდსონი.
🎥მეგის ქარდავამ „მარშუტკაში“ ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემთვის უნდა ესროლა… მარტო ჩვენ კი არა, მამაოებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემეს და წვერებით ათრიეს… – ნიკა...
„მეგის ქარდავამ „მარშუტკაში“ ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემთვის უნდა ესროლა,უბრალოდ უფლებას იღებდა ზემდგომისგან, რაზეც რატომღაც უფლება არ მისცეს და ძალიან გაბრაზებული იყო... მარტო ჩვენ კი არა, მამაოებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემეს და წვერებით ათრიეს...“, - ამის შესახებ ყინწვისის სპეცოპერაციაზე დაკავებულმა, პოლიტპატიმარმა ნიკა გოგუაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
🎥„არამგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს…“ – ლევან გიგინეიშვილი
„არამგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს...“ - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
ჯო უილსონი – ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანოს ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე
„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის, ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება, მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და აშშ-ის ხალხის ურთიერთსასარგებლოდ, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვისას განაცხადა.„155 დღეზე მეტია, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის მომავლისა და მათი ერის სულისკვეთების დასაცავად. ისინი გამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ატარებენ ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბანერებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა, ივანიშვილმა, მიიყვანოს მათი ქვეყანა ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე. საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო უილსონმა.უილსონის თქმით, მისი სამი ვაჟი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ავღანეთსა და ერაყში.„მე შესაძლებლობა მქონდა, მენახა, რამდენად მამაცები და კომპტენეტურები არიან ქართველი ჯარისკაცები. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. 2020 წელს მოხარული ვიყავი, რომ ვუძღვებოდი სენატის რესპუბლიკელთა კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშს მაშინდელი თავმჯდომარის, ამჟამად სპიკერ მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, რომელშიც მოვუწოდებდით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რესპუბლიკელებმა მაშინვე დაინახეს ამ ბანდიტისა და მისი თანამზრახველების მიერ შექმნილი საფრთხე. „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ უარი თქვეს ამერიკული კომპანიების შემოთავაზებებზე მათი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის და პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ყველა მნიშვნელოვანი სამშენებლო კონტრაქტი, რომელიც 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, გადაეცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ან ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. ეს ბლოკავს ამერიკას შუა დერეფნიდან და ჭრის სახმელეთო წვდომას ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე, რომლებსაც დამატებით სურთ, იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურად ავრცელებს ანტიამერიკულ პროპაგანდას, ადანაშაულებს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს და ძალიან დაფასებულ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს კორუფციაში და „დიფ სტეიტის“ მარიონეტად ყოფნაში“, – განაცხადა ჯო იულსონმა.მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ მარიონეტი იყო.„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა: „ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა მიუნხენში: „შეუძლებელია, დემოკრატიული მანდატის მოპოვება თქვენი ოპონენტების ცენზურით ან დაპატიმრებით. ასევე შეუძლებელია ამის მიღწევა თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვის აქვს უფლება, იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი?“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება. მე მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ურთიერთსასარგებლოდ“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.
დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს “კარუგდებელი”
ლეგენდა წმინდა გიორგის კარუგდებელზე
6 მაისს ყოველ გაზაფხულს ამ დღესასწაულს გამორჩეულად იმერეთში, სოფელ გოგნში, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავ "კარუგდებელში" აღნიშნავენ.ყოველ გიორგობას ტაძარში მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩადის.თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან სალოცავამდე 4 კილომეტრამდეა. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. ტაძარში მისული მომლოცველი უდაოდ იგრძნობს ნუგეშს.ლეგენდის მიხედვით, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს.არსებობს მეორე ლეგენდაც: სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს "კარუგდებელი". მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენა. როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.მოხდა ასეთი შემთხვევაც: კაცი ყავარჯნებით ამოვიდა, ილოცა და უკან ხელჯოხით გაბრუნდა. ტაძარს ბევრი მორწმუნე ცხვარსა და მამალს სწირავს, რომლებიც სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე დადიან, ნადირიც კი არ ჭამს, მაშინ როდესაც სოფლის მაცხოვრებლებს პირუტყვი ღამე გარეთ რომ დარჩეთ, დილით ნადირისგან დაგლეჯილი დახვდებათ. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, გვარად რობაქიძე იყო, წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და წმინდა გიორგის ძალით, სიარული შეძლო.თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხის-თავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები.
ამჟამად კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია აშენებული, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალურია საქართველოში.წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელ-საც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამ-ბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ.სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, მიუხედავად იმისა, იცოდნენ მას "კარუგდებელს" უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე განმეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. "კარუგდებელის" დანიშნულება ეს არის.